სტრატეგია
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.საქმე ეხება ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებას.სასამართლო ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.ვაშაძის თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვს, რასაც გადაიხდის.შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.

1769438755

ნატო
მარკ რუტე: ჩემი აზრით, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ აშშ-ის გარეშე არსებობას

თუ ვინმე ფიქრობს: „ჰეი, ცოტა ხანი ამერიკის გარეშეც შეგვიძლია“, დაივიწყეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ცოტას ვხარჯავთ თავდაცვაზე, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნიდერლანდურ გამოცემა Het Financieele Dagblad-თან ინტერვიუში.მან ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორებიცაა გრენლანდიის კრიზისზე, ნატოსა და ევროპის უსაფრთხოება, ამერიკის როლი და ა.შ.კითხვას „შეძლებს თუ არა ევროპა ოდესმე შეერთებული შტატების გარეშე არსებობას“, რუტემ ასე უპასუხა:„ჩემი აზრით, არასდროს. ისტორიამ გაგვაერთიანა. ამერიკული ბირთვული ქოლგა ჩვენი მთავარი უსაფრთხოების საბოლოო გარანტიაა“.აქვე, რუტე აცხადებს, რომ ინგლისი და საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოებია, თუმცა პატარა მასშტაბის. მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული ძალები აშშ და რუსეთია. ის ამბობს, რომ „ამერიკის გარეშე ევროპას თავდაცვისთვის მშპ-ის 8–9% დასჭირდებოდა. ამიტომ ამის სურვილიც არ უნდა გვქონდეს.“ 

1769433166

ზვავი
ზვავის მასის ჩამოსვლის გამო, იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა - ვითარება ნაქერალას უღელტეხილზე

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ზვავის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

1769433099

susi
სუსი: ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალების უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.სუს-ი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას“, – აცხადებენ სუს-ში.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

1769432867

კობახიძე-შეხვედრა
პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს შეხვდა

ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფასების კლებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქართველი მწარმოებლები დაესწრნენ.მთავრობის მეთაურმა ქართული წარმოების პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ფასების კლების კუთხით არსებულ რესურსებზე ისაუბრა.„ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენს ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არც ერთი გადასახადი - არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.მიმდინარე კვირის განმავლობაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაიმართება.

1769427991

პროკ შენობა
პროკურატურამ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - უწყების ცნობით, ავტომანქანიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი, რომელიც სავარძელზე იპოვეს

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციისთვის, აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

1769423222

susi
სუს-ი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებაზე: რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ, ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები - სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი და გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.როგორც სუს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.კითხვაზე: იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, უწყებაში აღნიშნეს: „პირველადი ვერსიით, რაც აშკარად იკვეთება, არის თვითმკვლელობა“.„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან ღირსეული და გამორჩეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი ინფორმაციით, რაც შეგვიძლია გითხრათ არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.რაც ვიცით თანამშრომლებისგან, ის სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ავტომობილის გვერდითა სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის ის პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი“, - განაცხადეს სუს-ში.

1769423164

kaladze
კახა კალაძე: ჰელსინკის კომისიაზე გაჟღერდება სიცრუით გაჯერებული მესიჯები და ტყუილზე დაფუძნებული ხედვა - ეს იქნება საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაანონსებულ ბრიფინგზე გაჟღერდება სიცრუით გაჯერებული მესიჯები, ტყუილზე დაფუძნებული ხედვა და იქნება საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.ამ ადამიანებს [ლორა თორთონსა და ჯო უილსონს] ვიცით რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, როგორია მათი ხედვები, რა განცხადებებით შემოიფარგლებიან ხოლმე. რაღაც განსხვავებულს არაფერს ველოდები, იქნება იგივე სიცრუით გაჯერებული მესიჯები, ტყუილზე დაფუძნებული ხედვა და მცდელობა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ვფიქრობ, იგივე მესიჯები იქნება გაჟღერებული, რასაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვისმენდით კონკრეტულად თუნდაც ამ ადამიანების მხრიდან,“ - განაცხადა კალაძემ.ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს.კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.„2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ადამიანის უფლებების კრიზისში ჩააგდო. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით სახელმწიფო ძალაუფლებას აფართოებს და სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას ართმევს“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

1769423012

პრემიერი
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ დებატებს ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემაზე

ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ ამ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და დებატების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დებატები უნდა იყოს საგნობრივი, თემატური.„ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დისკუსიები, რომლებიც უნდა გაიმართოს საჯარო სივრცეში. დანარჩენი არის მედიასთან კონსულტაციების საგანიც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება.  პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევის“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

1769415023

ნაციონალური მოძრაობა
პეტრე ცისკარიშვილი: დეკლარაციებზე ხელის მოწერის არ მჯერა, მჯერა იმის, თუ შედგება ერთიანობა: ერთიანი გუნდით, ერთიანი სტრუქტურით

"შეთანხმება", "დეკლარაციებზე ხელის მოწერა" - ასეთი რაღაცების არ მჯერა - ხალხი რომ იტყვის: "ხელისუფლების ალტერნატივა აი, ეს არის, ეს პოლიტიკური გუნდი", მას აქვს სახელი თუ რაღაც კოალიციის სახელით ასპარეზობს, მაშინ არის რეალური, ნამდვილი ერთიანობა ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობაზე.პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციურ ერთობად შეიძლება განხილული იყოს ის ერთობა, რომლის მიმართაც ამომრჩეველს აქვს სანდოობა და ამყარებს იმედებს."ოპოზიციური ერთობა, რასაც ჰქვია, მხოლოდ ის ერთობა შეიძლება იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური ერთობა, რომელზეც ამომრჩეველი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ ამ მთავრობას ჩამოვაშორებთ, აი, ეს კონკრეტული პოლიტიკური გუნდი მოდის ხელისუფლებაში, რომლის მიმართაც გვაქვს სანდოობა, ვამყარებთ იმედებს, მკაფიოდ არის გამოკვეთილი ლიდერშიფი, აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მომავალზე, განათლებაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. ეს არის ერთობა, კონსოლიდირებული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს არსებული ხელისუფლების ალტერნატივას. დანარჩენი, კოორდინირებები, საერთო მაგიდის გარშემო დავსხდეთ, ვისაუბროთ, შემდეგ ეს გავაპიაროთ და რამდენიმე ხანში ეს კვლავ ყველას მიავიწყდეს, შეთანხმება, დეკლარაციებზე ხელის მოწერა - ასეთი რაღაცების მე არ მჯერა. მე მჯერა იმის, რომ თუ შედგება ერთიანობა, ერთიანი გუნდი ერთიანი სტრუქტურით, კონკრეტული ალტერნატივის განსახიერება ამომრჩევლის თვალში. ხალხი რომ იტყვის, ამ ხელისუფლების ალტერნატივა აი, ეს არის, ეს პოლიტიკური გუნდი, მას აქვს სახელი თუ რაღაც კოალიციის სახელით ასპარეზობს, მაშინ არის რეალური, ნამდვილი ერთიანობა.დანარჩენი არის უბრალოდ რაღაცა, რამდენიმე დღით გასაშუქებლად, თქვენც მასალა გქონდეთ და სხვებიც ბედნიერები იყვნენ, რომ დავსხედით და ვილაპარაკეთ", - განაცხადა ცისკარიშვილმა.ასევე, ცისკარიშვილმა ისაუბრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყანაში მთავარი ამოცანა არის "რეჟიმის შეცვლა", რადგან კვლავ რჩებიან ციხეებში "პოლიტიკური პატიმრები"."ძალიან გვიხარია და პოზიტიური განწყობა მოიტანა ჩვენი მეგობრის, თანამებრძოლის, გივი თარგამაძის თავისუფლებამ, მაგრამ მთლიანად ქვეყანაში დამძიმებული გარემოა, დამძიმებულია განწყობა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი, ჯერ კიდევ, ციხეში რჩება. "რუსთავის ციხეშიც, გლდანის ციხეშიც ახალგაზრდა ბიჭები არიან დაჭერილები, მათ თავისუფლებაზე გამოსვლას ჯერ არანაირი პერსპექტივა არ უჩანს ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ, მთავარი არის და ჩვენ ამოცანად რჩება რეჟიმის შეცვლა იმისთვის, რომ ამ უდანაშაულო ხალხმა თავისუფლება მოიპოვოს". განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

1769414496

პრემიერი
ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები

დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.პრემიერის თქმით, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რაც ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში.„დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ეს სისტემა ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია“, - განაცხადა პრემიერმა.

1769412475

თარგამაძე-გივი
გივი თარგამაძე: ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა, გვერდით კი ადამიანი, რომელიც თავის დროზე ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან

ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა. სადღაც გვერდით იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე , - ამის შესახებ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ განაცხადა.მისი თქმით, შემდეგ შეუერთდნენ საპატიმროში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებიც.„ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა. სადღაც გვერდით იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე.შემდეგ ესენიც შემოგვიერთდნენ რომეო [მიქაუტაძე] და ჯუ....[ჯუანშერ ბურჭულაძე] შემდეგ ლილუ [გრიგოლ ლილუაშვილი] და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ჩემს მეზობელს, მაინც გული რა არის, თებერვლამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ ცოტა ხნით ჩემთან სიახლოვე, რომ ეგრძნო შემომიმეზობლდა აქაც [ირაკლი ღარიბაშვილი]. დიდი ხნით ერთ სივრცეში არ გვაჩერებდნენ, მაგრამ ახლა მე გავამაგრებ ქუჩას და ის გაამაგრებს აქაურობას“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

1769411241