ზვავი
ზვავის მასის ჩამოსვლის გამო, იკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა - ვითარება ნაქერალას უღელტეხილზე

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ზვავის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

1769433099

ნათია ლაბაძე
საქართველოს პირველი ქალი გემის კაპიტანი ჰყავს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული გზა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა. ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი მაგალითია ქალთა ჩართულობის ზრდის თვალსაზრისით საზღვაო დარგში. ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ამჟამად შორეულ ნაოსნობაშია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქალები გასული საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ საზღვაო პროფესიებში დასაქმებას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილი გამოთქვეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში ქალების მსახურება შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეზღუდვების გამო, ქალები საზღვაო დარგში ძირითადად სანაპირო და დამხმარე მიმართულებებში საქმიანობდნენ — მეტეოროლოგიაში, რადისტებად, სამედიცინო პერსონალში, ჰიდროგრაფიაში და სხვა სანაპირო სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ ნათია ლაბაძის პრეცედენტი გამორჩეულია და საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც ქალს გემზე უმაღლესი თანამდებობის დაკავება შეუძლია. 

1769176430

amindi
სინოპტიკოსები 24-25 იანვარს საქართველოში ნალექიან, ხოლო 26 იანვრიდან უნალექო ამინდს ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 24-25 იანვარს ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 26 იანვრიდან კი უნალექო.„თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება,  ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, +6, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 – 25 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 – 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 -6, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 – 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 – 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 – 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

1769161896

სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე: მკაცრი კონტროლი იქნება განსახორციელებელი და სწორად ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის, საექიმო საქმიანობაზე

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შეიძლება, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების ავადმოხმარება, არასწორი გამოყენება და ამ მიმართულებით კომერციული ინტერესების პრევალირება. აუცილებლად ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება განსახორციელებელი და სწორედ ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის საექიმო საქმიანობაზე, რომელსაც შეხება აქვს რეცეპტების გამოწერიდან დაწყებული სააფთიაქო რგოლების საქმიანობით დამთავრებული“, - განაცხადა მინისტრმა.ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე, კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

1769154488

kaladze
კახა კალაძე: ბოლო დღეებში თბილისში იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები და ჩიხები

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 17 იანვრიდან დღემდე, მოსული უხვის ნალექის გამო, გზებზე 5 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა.როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე, ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს.„თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები, ჩიხები. ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5 000 ტონაზე მეტი მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.მანვე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს. ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. ასევე, მადლობას ვუხდი რაიონულ გამგეობებს, გამგებლებს, თითოეულ თანამშრომელს, „ეკოსერვის ჯგუფის“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. მუნიციპალიტეტის შესაბამის უწყებებს კოორდინირებას უწევდა და ყველა რთულ ლოკაციაზე 24-საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა მადლობა ასევე გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.„მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან მათთან კოორდინაციით შევძელით, აღმოგვეფხვრა ყველა პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს დაფიქსირდა. ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ზამთრის განმავლობაში, გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

1769068614

საგარეო ლოგო
საგარეო უწყების ინფორმაციით, 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.„აშშ-ის შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 15 იანვარს, აშშ-ის მიერ კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან“, - აცხადებენ უწყებაში.ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებას“ მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, 15 იანვარს, კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო.

1769065320

თამბაქო
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა სერიოზული გამოწვევაა - საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა.ამასთან, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსახლეობის 75% მხარს უჭერს ცვლილებებს, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს თამბაქოს შეძენის ასაკის ზრდას 18-დან 21 წლამდე, ასევე დახურულ სივრცეებში მოწევის წესების დარღვევაზე ჯარიმების ზრდას და ასე შემდეგ.„2025 წლის, თამბაქოს მოხმარების გლობალური ზრდასრულთა კვლევის (GATS) თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: ბოლო ათწლეულში თამბაქოს მოხმარება 33%-დან 24%-მდე შემცირდა, თუმცა 9% -იანი კლების მიუხედავად, საგრძნობლად აღემატება ევროპული საშუალო დონის მაჩვენებელს. განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდაც.აღნიშნული სურათი დამაფიქრებელია, რადგან საქართველოს სტრატეგიული მიზანია თამბაქოს კონტროლიდან დასრულების პოლიტიკაზე გადავიდეს და 2040 წლისთვის გახდეს „თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა“, რაც გულისხმობს მოსახლეობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ალტერნატივის მოხმარების 5%-ზე ქვემოთ დაყვანას. ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ კატასტროფული ფინანსური და დემოგრაფიული ტვირთის შესამცირებლად, რომელიც ნაადრევ სიკვდილიანობას უკავშირდება (თამბაქოსგან მიყენებული ზიანი 10 -ჯერ აღემატება ინდუსტრიის მიერ ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებს).მიზნის მისაღწევად აუცილებელია:ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი და ნედლეული (თუთუნის) თანაბრად დაიბეგროს, რათა თავიდან ავიცილოთ მომხმარებელთა იაფფასიან ალტერნატივებზე გადასვლა.საქართველო უნდა შეუერთდეს თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმს, კონტრაბანდის მინიმუმამდე დასაყვანად.სადა შეფუთვის, რეკლამის აკრძალვის რეგულაციები უნდა გავრცელდეს უნიკოტინო ელექტრონულ სიგარეტებსა და მცენარეულ მოსაწევ საშუალებებზეც.უნდა აიკრძალოს ყველა სახის არომატი (გარდა თამბაქოსი), რაც ბავშვებში და მოზარდებში პროდუქტს მიმზიდველობას უკარგავს.თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე.2015 წლის შემდგომ დაბადებულ პირებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა აეკრძალოთ თამბაქოს ნაწარმის შეძენა.სკოლებთან და ბაღებთან (50-მეტრიან რადიუსში) რეალიზაციაზე ჯარიმები უნდა გაორმაგდეს და აღდგეს სპეციალური სანებართვო სისტემა.დახურულ სივრცეებში მოწევის წესების დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს: 1000 ლარი (პირველად), 3000 ლარი (განმეორებით) და 5000 ლარი (შემდგომ).მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს კაზინოებსა და თეატრების სცენებზე. მეტროპოლიტენში ჯარიმა უნდა გაიზარდოს 100 ლარამდე.მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ნორმატიული აქტი თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალობის შესახებ.უნდა გაიზარდოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ლაბორატორიული სიმძლავრეები და აღდგეს თამბაქოს კონტროლის პროგრამების დაფინანსება (რომელიც 2025 წელს 600 000-დან 400 000 ლარამდე შემცირდა).საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ინდუსტრიას უნდა დაეკისროს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.2025 წლის კვლევის თანახმად, ამ ცვლილებებს მოსახლეობის 75% უჭერს მხარს. ეს არის პირდაპირი საზოგადოებრივი დაკვეთა. ხელისუფლების რეალური ნება, დაიცვას მომავალი თაობების სიცოცხლე, სწორედ ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში უნდა გამოიხატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დასტური იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოქალაქეთა ჯანმრთელობა“, - აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

1768984621

პედიატრი
ივანე ჩხაიძე: გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე - მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი - დაახლოებით 32 ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში, სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანებით

იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი წევს, რომელსაც სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება აქვს - გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.მისივე თქმით, ბოლო 5-6 კვირაა, კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.„გრიპი კვლავ წამყვანი რჩება ვირუსებს შორის. ჯამური მაჩვენებელი ყველზე მეტი აქვს H3N2 ტიპის ვირუსს, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს. 72%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი, მეორე ადგილზეა „ბ“ ტიპის ვირუსი 4% და 1 % არის სხვა „ა“ ტიპის ვირუსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი. სხვა ვირუსების პროცენტული განაწილება შედარებით ნაკლებია, ესენია: რინოვირუსი, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი.კითხვაზე - არის თუ არა გრიპის შემთხვევების პიკი გადასული? ჯერ ადრეა პასუხის გაცემა. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გრიპის ვირუსით მოთავსების მაჩვენებლის მატება ფიქსირდება. ველოდებით, რომ იანვრის მესამე- მეოთხე კვირას უნდა იყოს გრიპის გავრცელების პიკი.ჩვენს კლინიკაში პაციენტებს შორის, რომლებიც მოგვმართავენ უდიდესს ნაწილს აქვს სასუნთქი სისტემის დაზიანება, ფილტვების ანთების ხვედრითი წილი ძალიან მაღალია.ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსს, განსაკუთრებული სიმძიმე პედიატრიულ ჰოსპიტალში არ აქვს, ყველა შემთხვევა წარმატებით იმართა ანტივირუსული საშუალებით და ანტიბიოტიკებით. ყველა ბინაზე გაეწერა. ყველა პაციენტთან გვქონდა კითხვა აცრაზე და აბსოლუტურ უმრავლესობა არ იყო აცრილი.32 ბავშვამდე წევს კლინიკაში, რომელსაც აქვს სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება. წლევანდელი და გასული წლის ციფრები გარკვეულწილად ერთმანეთის მსგავსია, განსხვავება გვაქვს შემთხვევების ადრეულ მატებასა და გავრცელებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო 5-6 კვირაა, ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსი არ გვაქვს“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

1768984074

გზა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, მათივე ცნობით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.„კერძოდ, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კოდა-სოფ.ალგეთისა და კმ110-კმ146 მონაკვეთებზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეების ხიდი-უტყისუბნის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ85 მონაკვეთზე.საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

1768978461

მემანიშვილი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს

სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა.ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.თამარ მემანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო წერეთელი შეცვალა.

1768905772

ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრამდე საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.„თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2, +6 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს – უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს – უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, +3, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -13, დღისით -3, +2 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -7, -12, დღისით +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8 -13, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -18, დღისით -1, -6 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1768904192

ბენდელიანი
ირაკლი ბენდელიანი: სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და ჩიხებში გაწმენდით სამუშაოებს, მოსახლეობას მოვუწოდებ, საჭიროების შემთხვევაში, მერიის ცხელი ხაზით მოგვმართონ

მეოთხე დღეა, თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.ტროტუარები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები ამჯერად, ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე იწმინდება. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.„ბოლო დღეების განმავლობაში, დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. ბუნებრივია, პირველივე წუთიდან მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24-საათიან რეჟიმში დაგავიდა. თავიდან, პრიორიტეტი იყო ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე შეფერხებები მოგვეხსნა, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. ამ ეტაპზე, თოვა შეწყდა და შესაძლებლობა გვაქვს, შიდასაუბნო ქუჩებზე დავიწყოთ გაწმენდის სამუშაოები. სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და და ჩიხებში მუშაობას. ყველგან მივალთ, სადაც პრობლემა იქნება. გზების წმენდის სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ყველა ლოკაციაზე არ მოიხსნება არსებული პრობლემა. მოსახლეობას მოვუწოდებ, საჭიროების შემთხვევაში, მერიის ცხელი ხაზით მოგვმართონ და შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში აღმოვფხვრით პრობლემას“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე ხუთი ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

1768896893