1769166661 • ეკონომიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.საქმე ეხება ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებას.სასამართლო ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.ვაშაძის თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვს, რასაც გადაიხდის.შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.
1769438755
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალების უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.სუს-ი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას“, – აცხადებენ სუს-ში.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
1769432867
პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციისთვის, აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1769423222
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.როგორც სუს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.კითხვაზე: იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, უწყებაში აღნიშნეს: „პირველადი ვერსიით, რაც აშკარად იკვეთება, არის თვითმკვლელობა“.„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან ღირსეული და გამორჩეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი ინფორმაციით, რაც შეგვიძლია გითხრათ არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.რაც ვიცით თანამშრომლებისგან, ის სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ავტომობილის გვერდითა სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის ის პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი“, - განაცხადეს სუს-ში.
1769423164
პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
1769409967
2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების, საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით პირველადი პოზიციის წარდგენის ვადა მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.მისივე ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შესულია 11 ფიზიკური პირის და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი.„აღსანიშნავია, რომ ამ საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი 2025 წლის დასაწყიში, თუმცა ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე. შესაბამისად, მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს ვადა, წარადგინოს საკუთარი პოზიცია. შემდეგ მომჩივნებს ექნებათ შეპასუხების შესაძლებლობა და საბოლოო პოზიციას ისევ საქართველოს მთავრობა წარადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ საჩივრებიდან დგინდება, რომ მათ ნაწილს ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ, ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება თვითონ საჩივრების შინაარსს, მომჩივნების ნაწილი დავობს, თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის უფლების ფარულობის დარღვევას, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ მოხდა უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ევროპული სასამართლოს კითხვებს რაც შეეხება, სასამართლო დაინტერესდა, რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენად შეიძლება, ზოგადად ირღვეოდეს ეს უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ევროპული სასამართლო ასევე სვამს კითხვას: საია, არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც დამკვირვებელი, რამდენად შეიძლება, იყოს მომჩივანი ამ საქმეში? ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სპეკულაციას. მანამდე კი ყველა აქტორს, შიდა და გარე აქტორს მოუწევს, პატივი სცეს ევროპულ სასამართლოს, დაელოდოს მის პროცედურებს და არ გააკეთონ რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხზე. ასევე, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგან რასაც გადაწყვეტს ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.მისივე თქმით, დგინდება, რომ მომჩივანთა ნაწილს ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვია, ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო მხარეებს უსვამს კონკრეტულ შეკითხვებს:„1) აქვთ თუ არა მომჩივნებს რაიმე მტკიცებულება, რითიც დაადასტურებენ, რომ დაირღვა მათი ხმის უფლების ფარულობა? 2) რამდენად არის შესაძლებელი, რომ თავისუფალი არჩევნების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) დაირღვეს იმის გამო, რომ საზღვარგარეთ არ გახსნილა მეტი უბანი? 3) შეუძლია თუ არა საია-ს, როგორც დამკვირვებელს, იდავოს თავისუფალი არჩევნების უფლების შესაძლო დარღვევაზე?“„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილვის დაწყებაზე განცხადება დღეს გაკეთდა.
1769163820
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1979 წელს დაბადებულს ს.ჯ.-ს ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1769151687
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 2025 წლის 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. ვაშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დასწრებია, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
1769151315
საქართველოს პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.უწყების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში ბრალდებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, ვადაგასულ საკვებ პროდუქტებს სპეციალური ბეჭდის გამოყენებით ვარგისიანობის ვადას უცვლიდა, რის შემდეგაც მათ რეალიზაციას ახორციელებდა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
1769094089
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება.„ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“,-განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში შევიდა.ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა. 20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის 1-ლი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.შეგახსენებთ იმასაც, რომ ფასების საკითხზე შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
1769084029
არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს. მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.მისივე თქმით, ერთადერთი შანსი, ყველა პარტიის გაერთიანებაა.„მინდა, მოგესალმოთ დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ თანამებრძოლებს. სამწელიწად-ნახევარი ამ სასამართლოში არ ვყოფილვარ. ძალიან მომენატრეთ. მოსვლა გადავწყვიტე, რათა შეგხვედროდით თქვენ და გვესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე. დღეს მძიმე პერიოდია. საქართველოს ისტორიის დიქტატურამ ფარდა ჩამოაფარა ჩვენსა და თავისუფალ სამყაროს შორის, მაგრამ მოვედი, გითხრათ, რომ იმედი არის. რეჟიმი თავისუფალი სამყაროსგან კი არა, რუსეთისგანაც იზოლირებულია. ერთ მხარეს არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და დაუნდობლობა, აქედან კი უნდა დავუპირისპიროთ გამბედაობა, თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, დავძლიოთ შიში, ვთქვათ სიმართლე.„ვარდების რევოლუცის“ რეფორმასაც ბევრმა ვერ აუწყო ფეხი, ნეპოტიზმს, კორუფციას დავეჯახეთ, იყო მძიმე შედეგები, მათ შორის ჩვენთვის. ბევრს არ მოეწონა. ლევან ბერძენიშვილმა მაშინ თქვა, სააკაშვილს საქართველოში დანია უნდა და ეს არ გამოვაო. გვთავაზობდნენ ქართულ ჯიგრულ პონტში ურთიერთობის გაგრძელებას. პატარკაციშვილი რუსი კრიმინალი ოლიგარქი იყო. აქციები რომ მოეწყო მისი და უსოიანის მხარდაჭერით, მე გადავდექი თანამდებობიდან. ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, საქართველოში დაბრუნდებოდა თუ არა კორუფცია, კრიმინალი? იქნებოდა თუ არა 800 000 სოციალურად დაუცველი?არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ჩემს კურსს უჭერს მხარს. ასევე არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი. ერთადერთი შანსი, ყველა პარტიის გაერთიანებაა. რაზე ვჭამთ ერთმანეთს? იქეთ მხარეს ჭაობია, აქეთ – სიმართლე. ეს არის ბარბაროსებისა და ბიძინა სასტიკის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, ყველაზე მატყუარა, თავზე მოაჯდა საზოგადოებას, ნიჭიერება უნიჭობას ამარცხებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე უკრაინის შესახებაც გააკეთა განცხადება.„უკრაინას რაც შეეხება, ბოლოს ამ დარბაზში ვიყავი, როცა რუსული ჯარები კიევთან იდგა, რადგან ვერ შეძლეს კიევის დაპყრობა, ვერცერთი დიდი ქალაქის აღება, რუსეთი დამარცხებულია. რუსეთი, რომელიც ვერ მიიღებს უკრაინის დაჩოქებას, დამარცხებულია. დონბასიც კი ვერ აიღეს, რაც ნიშნავს რუსეთის დამარცხებას. ვინაიდან დამარცხებულები არიან, ჩვენ ყველა ვიქნებით გამარჯვებულები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.განცხადების გაკეთების შემდეგ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა. პროცესი მოწმეების დაკითხვით დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.
1769073295
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2025-2026 წლებში ყიდულობდა სხვადასხვა დასახელების ბრენდულ ვადაგასულ პროდუქტს, რომელიც უნდა გამოეყენებინა ცხოველების საკვებად.დაკავებული პირი, კუსტარულად დამზადებული ბეჭდის მეშვეობით, პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და აღნიშნული პროდუქტის რეალიზაციას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ახდენდა.გამოძიების პროცესში დაგეგმილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, ბრალდებულისგან შეძენილი იქნა ბრენდირებული ვადაგასული პროდუქცია.ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სასაწყობე ფართიდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდული ვადაგასული პროდუქცია, ვარგისიანობის ვადის შესაცვლელად კუსტარულად დამზადებული ბეჭედი, ასევე ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ვადაგასული პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1769067247




