1769166661 • ეკონომიკა
თუ ვინმე ფიქრობს: „ჰეი, ცოტა ხანი ამერიკის გარეშეც შეგვიძლია“, დაივიწყეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ცოტას ვხარჯავთ თავდაცვაზე, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნიდერლანდურ გამოცემა Het Financieele Dagblad-თან ინტერვიუში.მან ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორებიცაა გრენლანდიის კრიზისზე, ნატოსა და ევროპის უსაფრთხოება, ამერიკის როლი და ა.შ.კითხვას „შეძლებს თუ არა ევროპა ოდესმე შეერთებული შტატების გარეშე არსებობას“, რუტემ ასე უპასუხა:„ჩემი აზრით, არასდროს. ისტორიამ გაგვაერთიანა. ამერიკული ბირთვული ქოლგა ჩვენი მთავარი უსაფრთხოების საბოლოო გარანტიაა“.აქვე, რუტე აცხადებს, რომ ინგლისი და საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოებია, თუმცა პატარა მასშტაბის. მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული ძალები აშშ და რუსეთია. ის ამბობს, რომ „ამერიკის გარეშე ევროპას თავდაცვისთვის მშპ-ის 8–9% დასჭირდებოდა. ამიტომ ამის სურვილიც არ უნდა გვქონდეს.“
1769433166
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის.„დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორების მიერ მზადყოფნის დადასტურებას, თარიღსა და ადგილს, როდესაც მას ხელს მოვაწერთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უნდა მოხდეს.უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების გარანტიების ევროპული ნაწილი ახსენა და განაცხადა, რომ ის უნდა მოიცავდეს „მსურველთა კოალიციის“ მუშაობის შედეგებს და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს.„უკრაინისთვის უსაფრთხოების მეორე გარანტია არის ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, „მსურველთა კოალიცია“ და რაც მთავარია, ევროკავშირში წევრობა. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა 2027 წელი. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც უკრაინა მზად იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, უკრაინა ყველა კლასტერის გასახსნელად ტექნიკურად მზად 2026 წლის პირველ ნახევარში იქნება, ხოლო „ტექნიკურ დონეზე“ გაწევრიანებისთვის სრულად მზად იქნება 2027 წელს.„გვსურს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაში იყოს კონკრეტული თარიღი (ევროკავშირში გაწევრიანების), რათა ყველა მხარემ დაიცვას ეს შეთანხმებები, მათ შორის აგრესორმა, რომელიც ხელს მოაწერს 20-პუნქტიან გეგმას, თუ ასეთი დრო მოვა“, - დასძინა ზელენსკიმ.
1769409883
ტერიტორიული საკითხი, პირველ რიგში, დონბასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია. ამ საკითხს უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები დღეს აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილავენ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.„დონბასის საკითხი საკვანძოა. ამ საკითხს, თუ როგორ ხედავს ამას სამი მხარე, დღეს და ხვალ აბუ-დაბიში განიხილავენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი მას ყველა ეტაპზე შესაბამის სიგნალებს მიაწვდის.შეგახსენებთ, დღეს და ხვალ აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
1769161795
ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას დაადგა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.„ევროპა აბსოლუტურად დაადგა ამ გზას, საბედნიეროდ, ის ჯერ არ მისულა, მაგრამ ცივილიზაციური თვითმკვლელობის გზას დაადგა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა ევროპის მიმართ გამომდინარეობს მისი პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერების სურვილიდან.„ჩვენ საერთო მემკვიდრეობა გვაქვს. თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ეკონომიკის დანგრევა. რატომ გვაინტერესებს ნატო? იმიტომ, რომ გვინდა, ევროპამ შეძლოს თავის დაცვა, თუ, ღმერთმა დაიფაროს, მათ თავს დაესხმებიან. ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ევროპა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
1769150856
აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვით კომპანიებს იარაღის უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის თქმით, აშშ-ს მსოფლიოში საუკეთესო იარაღი აქვს.„ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა – „პეტრიოტები“, „ტომოჰავკები“, F35-ები. ყველა ჩვენი აღჭურვილობა საუკეთესოა. სხვა ქვეყნებს სურთ ეს და ჩვენც გვსურს. ძალიან დიდი დრო სჭირდება მათ მიღებას და უფრო უნდა დავაჩქაროთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
1769091341
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კიევის დროით 14:00 საათზე შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.დაგეგმილია ზელენსკის მოლაპარაკებები ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან.
1769076336
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში დეკემბრის თვეში 30 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.მისი თქმით, ეს მონაცემები საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში 10 წლის განმავლობაში წარმოებულ ომში დაღუპულთა რიცხვს აღემატება.„დეკემბერში რუსები დღეში თითქმის 1 ათას ადამიანს კარგავდნენ. ერთ თვეში 30 ათასზე მეტი გამოდის. 1980-იან წლებში ავღანეთში საბჭოთა ჯარმა 10 წელიწადში 20 ათასი ადამიანი დაკარგა. ახლა ისინი თვეში 30 ათას ადამიანს კარგავენ“, - თქვა რუტემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.ამის მიუხედავად, რუტეს განცხადებით, რუსეთის ჯარი შეტევებს აძლიერებს. ამიტომ, ალიანსმა უკრაინის დაცვა „არ უნდა დაივიწყოს“.
1769071993
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.მარტა კოსის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.„ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნით მუშაობის გაძლიერებაზე შევთანხმდით“, - წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ზე.
1769068703
შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.„აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული“, - განაცხადა პუტინმა.პუტინის ცნობით, აღნიშნულ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავს.
1769064686
სომხური მხარისგან მივიღეთ მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა.მისი თქმით, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა, არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება.„ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები სომხეთისთვის. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება. თუმცა, ერთ დღესაც ტრანზიტის უზრუნველყოფა პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება და ეს დღე არც ისე შორს არის“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.ალიევის თქმით,აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლებია.„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა - კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები“, - აღნიშნა ალიევმა.
1769000759
ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას, სავაჭრო საკითხებში ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები გაგვაჩნია და უნდა გამოვიყენოთ თუ პატივს არ გვცემენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, “მიუღებელი ტარიფების დაგროვებით” და ქვეყნების “სუვერენიტეტის” წინააღმდეგ ზეწოლით ვაშინგტონი “ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას”.მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპას “ძალიან ძლიერი” ინსტრუმენტები გააჩნია სავაჭრო საკითხებში და ისინი უნდა “გამოიყენოს” თუ მას “პატივს არ სცემენ”.“სიგიჟე ის არის, რომ შეიძლება ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც იძულების საწინააღმდეგო მექანიზმს სულ პირველად გამოვიყენებთ შეერთებული შტატების წინააღმდეგ. შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ? ეს სიგიჟეა, ვწუხვარ ამაზე, მაგრამ ეს არასაჭირო აგრესიის შედეგია. მაგრამ ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ”, - განაცხადა მაკრონმა.ასევე, მან ისაუბრა რუსეთის იმპერიულ ამბიციებზე და თქვა,რომ „მსოფლიოსკენ მივდივართ, სადაც კანონი ის აღარ არის, რაც ვიცოდით.მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი მომხრეა “კანონის უზენაესობის, ვიდრე სისასტიკის” და სხვებს მოუწოდა “პასიურად არ მიიღონ უძლიერესის კანონი”.
1768921420
რუსეთი უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის ერთგულია,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის 2025 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, ჩვენ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის გზის გამონახვის ერთგულები ვართ“, - განაცხადა ლავროვმა.მისი მტკიცებით, უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არასდროს ყოფილა, თუმცა დასავლეთი ყველა შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.„თუ ამ კრიზისის ისტორიას გადავხედავთ, დაწყებული 2014 წლიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევის კუთხით რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არ შეინიშნებოდა. თუმცა, ყოველ ჯერზე, ჩვენმა დასავლელმა, პირველ რიგში ევროპელმა, მეზობლებმა ყველაფერი გააკეთეს ამ შეთანხმებების ჩასაშლელად“, - აღნიშნა ლავროვმა.მისი მტკიცებით, ევროპული ქვეყნები ცდილობენ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნონ, უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალოს.„ისინი ყველანაირად ცდილობენ, ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევა გადააფიქრებინონ“, - აღნიშნა ლავროვმა.მისი მტკიცებით, ევროპელები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან.„თუ წაიკითხავთ ევროპელი პოლიტიკოსების, ლიდერების და თუნდაც კაია კალასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის, მერცის, სტარმერის, მაკრონის და რუტეს განცხადებებს, ისინი სერიოზულად ემზადებიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომისთვის. ამას არც მალავენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1768901822




