1769166661 • ეკონომიკა
დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის კერძო სექტორიდან, როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობა მიესალმება ასეთ ინიციატივებს.„საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო რიგით მე-2 შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა, დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც სახელმწიფომ კვლევის საფუძველზე დააიდენტიფიცირა, როგორც ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდაზე, დღეს ჩვენი შეხვედრის ბოლოს დადასტურდა და თითოეულ პუნქტზე იდენტური პოზიცია ჰქონდათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოფაქტორებზე სწორი და ეფექტური რეაგირების შედეგად ვხედავთ, რომ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების რესურსი არსებობს. მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის წამოსული კერძო სექტორიდან, როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს. კომისიის ამოცანას წარმოადგენს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება. შესაბამისად, დღეს გაჟღერებული ინიციატივების დეტალური შესწავლა მოხდება კომისიის მხრიდან, რათა დავადგინოთ, რამდენად საკმარისია აღნიშნული ინიციატივები იმისთვის, რომ მოხდეს ფასების იმ დონემდე და იმ მასშტაბით შემცირება, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1769171727
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები - გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.კობახიძის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ავრცელებს.მათი ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. როგორც კობახიძემ განაცხადა, კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.“პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით - მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი პრობლემებს და რესურსს ფასების შემცირებისთვის.კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
1769166661
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი პრობლემებს და რესურსს ფასების შემცირებისთვის.კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.კომისია სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მანამდე - 21 იანვარს ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან პროდუქტზე არსებული მაღალი ფასის დაწევის გზების ძიებაზე იმსჯელა.
1769164019
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას გააჩნია უშუალოდ სასურსათო პროდუქტებთან მიმართებით,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.მარიამ ქვრივიშვილის თქმით, განიხილეს, რა შეიძლება იყოს ის გარემო ფაქტორები, რომლებიც რეალურად გავლენას ახდენს მაღალ ფასებზე.„განსაკუთრებით აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს შეხედულებას ასევე იზიარებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული სამუშაო ფორმატით შევძლებთ ერთობლივად ხელშესახები შედეგების მიღწევას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1769003526
როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლების ნაწილშიც რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - 6%-იანი ზრდა 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები ტურიზმის ინდუსტრიაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.მისი თქმით, ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლების ზრდა ძირითადად სამიზნე ბაზრებზე მოდის. „ესაა ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ყურის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წელსაც, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზიის მიმართულებებზე, როგორც სამიზნე ბაზრებზე. „ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრები ასევე პრიორიტეტული მიმართულებებია. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ ბაზრებზე მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობებია დაგეგმილი, რომელზეც ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტის წარმოჩინება მოხდება. შედეგად, 2026 წელს კიდევ უფრო საინტერესო ტურისტულ წელს ველოდებით,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
1768995301
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციები შეაჯამა - მისი ინფორმაციით, გასულს წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები - კერძოდ, ექსპორტის მოცულობა 11.2%-ით გაიზარდა და 7.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელმაც 25.8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.ექსპორტის მაჩვენებლების მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2025 წლის დეკემბერშიც - ის 22.5%-ით გაიზარდა წინა წლის დეკემბერთან შედარებით და 673.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, 2025 წლის დეკემბერში ის 8.5%-ით გაიზარდა და 1,843.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2025 წლის დეკემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,516.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა ერთი მხრივ ქვეყნის საჭიროებები უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი პროდუქციით, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი.„ამისთვის მთავრობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით უზრუნველყოფს საექსპორტო არეალის გაფართოებას. საბოლოო ჯამში ეს ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1768305189
დარწმუნებული ვარ, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ისთან შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და DAMAC Properties-ის დამფუძნებლის, ჰუსეინ საჯვანის შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი კორპორაციის დამფუძნებელთან, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვემსჯელა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. არაერთი სექტორი განვიხილეთ, სადაც შესაძლებელია საქართველოში ინვესტიციის განხორციელება და დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის ინფორმაციით, DAMAC Properties უმსხვილესი მოთამაშეა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე როგორც დეველოპერულ, ისე სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.DAMAC-ჯგუფი, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და დასაქმებული ჰყავს 4 ათასზე მეტი თანამშრომელი, ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერია და მისი წლიური შემოსავალი 4 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1768301632
მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.აღსანიშნავია, რომ „ბიზნესისთვის მზაობის“ (B-READY 2025) მსოფლიო რეიტინგში საქართველო მეოთხე პოზიციას კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეიტინგის მიზანია, შეაფასოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენადაა ორიენტირებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.აღნიშნული B-READY რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო მეშვიდე პოზიციას იკავებდა. საყურადღებოა, რომ საქართველომ B-READY-ში გადაუსწრო ჰონკონგსა და ახალ ზელანდიას, რომლებიც Doing Business-ის რეიტინგში უსწრებდნენ საქართველოს. B-READY-ის ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და ბიზნესის დახურვა. რეიტინგი თითოეულ ინდიკატორს სამი მიმართულებით აფასებს. ეს მიმართულებებია – „ოპერაციული ეფექტიანობა“, „მარეგულირებელი ჩარჩო“ და „საჯარო სერვისები“. ანგარიშის თანახმად, „ოპერაციულ ეფექტიანობაში“ საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე პოზიციაზეა სინგაპურის შემდეგ.„საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რომელთაც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
1767104614
ტარიფის გაანგარიშების დროს მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ცხოვრების დონეს საარსებო მინიმუმს და სხვადასხვა სოციალური პარამეტრის გათვალისწინებას - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს, ელექტროენერგიის ტარიფზე საუბრისას განუცხადა.მისი თქმით, ეს არის სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და არა სატარიფო.„ტარიფის გაანგარიშების დროს მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ცხოვრების დონეს, საარსებო მინიმუმს და სხვადასხვა სოციალური პარამეტრის გათვალისწინებას. ეს არის მთავრობის პრეროგატივა და იცით, რომ მთავრობა 2015 წლიდან მოყოლებული ტარიფის ყოველ ნაზარდს უსუფსიდირებს იმ მოსახლეობას, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია. შესაბამისად, ეს არის სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და არა სატარიფო“, - განაცხადა ნარმანიამ.კითხვაზე, „ვინც არ არის სოციალურად დაუცველი, მას არ დააწვება ტარიფის მატება?“ ნარმანიამ უპასუხა, რომ ტარიფის მატება პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს აწვებათ.რაც შეეხება სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, ნარმანიას თქმით, როცა ტარიფი იზრდება, ყველას ეზრდება კომუნალური ხარჯი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2 წლის წინ 3 თეთრით ტარიფები შემცირდა და მომხმარებლებს ამ პერიოდში მდგომარეობა გაუუმჯობესდათ.„ტარიფის მატება პირველ რიგში აწვებათ სოციალურად დაუცველებს და სწორედ ამიტომ არის შესაბამისი სუბსიდირების პოლიტიკა გათვალისწინებული. რაც შეეხება სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, როცა ტარიფი იზრდება, რა თქმა უნდა, ყველას ეზრდება კომუნალური ხარჯი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2 წლის წინ ჩვენ 3 თეთრით ტარიფები შევამცირეთ და მომხმარებლებს ამ პერიოდში მდგომარეობა გაუუმჯობესდა“, - განაცხადა ნარმანიამ.ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული ცვლილებები სამი თვით გადავადდა.აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე გამოაცხადა.
1767008915
„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ - ევროკავშირი, რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 ევროპელი პირის დასანქცირებაზე ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.მისივე თქმით, ევროკავშირს არასწორი პრაქტიკა უკან მიუბრუნდა.„ასეთი გამონათქვამია - „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. ევროკავშირი, რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან. ეს იყო, რა თქმა უნდა, არასწორი პრაქტიკა, თუმცა ეს არასწორი პრაქტიკა ახლა ევროკავშირს უკან მიუბრუნდა. ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა. როდესაც ჩვენ ვისმენდით ევროკავშირის წარმომადგენლების აღშფოთებულ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ესეც არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო,“ - განაცხადა კობახიძემ.ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 ევროპელ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებულები არიან შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელი. აშშ-ის ეს გადაწყვეტილება „მკაცრად დაგმო“ ევროკომისიამ და შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.
1766670084
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა და ასეთი ტიპის მონიტორინგი ცალსახად ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შემდგომ შენარჩუნებას და ფასების სტაბილურობის მეტად უზრუნველყოფას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია საცალო ვაჭრობის სფეროში ფასწარმოქმნის მეტი გამჭვირვალობისკენ, მეტი ლოგიკისკენ და პრევენციისკენ, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობები არ დაირღვეს და მომხმარებლების ინტერესები მეტად იყოს დაცული.„ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ეს ეროვნული ბანკის საზრუნავია, ჩვენ ამისთვის კონკრეტული ბერკეტი გაგვაჩნია და ეს არის საპროცენტო განაკვეთი. აღნიშნულის მართვით კი, ვცდილობთ ზეგავლენა მოვახდინოთ ინფლაციაზე და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივის ირგვლივ ვიქონიოთ.როგორიც არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მხოლოდ ამ ბერკეტით შესაძლოა გაჭირდეს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება თუკი ჩვენი მცირე ზომის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში კონკურენცია დაირღვევა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ეს ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვასა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებაში. ეს არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან, არსებობს შესაბამისი დირექტივები. ეს არ ნიშნავს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევას. მთავრობის ვალდებულებაა, რომ იქ სადაც არსებობს ეჭვი სამართლიანი კონკურენციის დარღვევის, კარტერული გარიგებებისა, თუ არალოგიკური ფასნამატების მიმართულებით, – აუცილებელია ქმედება“, – აცხადებს ნათია თურნავა.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება, გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
1766587487
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ აქცენტს აკეთებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე. მინისტრის შეფასებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია, რადგან ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ისტორიული მოცულობის – 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის შემოტანა. ამ თემაზე მარიამ ქვრივიშვილმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში” ისაუბრა.„ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცნობილი ჯგუფი, კომპანია „იგლ ჰილსი“ იწყებს პროექტის განხორციელებას ორ ძირითად ლოკაციაზე – ეს არის გონიო და დედაქალაქი, სადაც, ფაქტობრივად, ორი ახალი დანიშნულების, მულტიკომპლექსური ადგილი განვითარდება, რომელიც გააერთიანებს განთავსების ობიექტებს, სარესტორნო სივრცეებს, სასტუმროებს, ასევე საცხოვრებელ სივრცეებს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და არ არსებობს არავითარი რისკები, რაზეც ხშირად სპეკულირებენ.„ბევრი სპეკულაცია ისმის ამ პროექტის გარშემო და, სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც კარგი საქმე კეთდება, მაქსიმალურად არის ხოლმე მცდელობა, ის გადაიფაროს. ამიტომ, რაღაც ეტაპამდე დაგვჭირდა იმის ახსნა, რომ ეს არის კარგი საქმე და არავითარი რისკები ამ პროექტში არ არის. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ სახელმწიფოს არავითარი ფორმით არ აუღია რაიმე ფინანსური ვალდებულება და არც ფინანსური გარანტია მიუცია ინვესტორისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ახორციელებს უპრეცედენტო ინვესტიციას. ხაზგასასმელია, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც იგივე კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს, მაქსიმალური ვალდებულებებით არის დატვირთული სახელმწიფოს მხარე, თუმცა, ქართული პროექტი ნამდვილად განსხვავებულია იმით, რომ სახელმწიფო არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა სახის ვალდებულებებში არ შესულა ინვესტორთან“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო იქნება თანაპარტნიორი საერთო საწარმოში, 33-პროცენტიანი წილით, რაც, დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, მიიღოს კიდევ უფრო მეტი შემოსავალი.„პროექტის დადებითი ეფექტები ძალიან ბევრია, მათ შორის, ხაზგასასმელია და მთავარი ის, რომ დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი ექნება ჩვენ ქვეყანას, დაახლოებით 25 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მშენებლობის დაწყების დღიდან და მერე უკვე დაახლოებით 8 000 სამუშაო ადგილი გვექნება გონიოსა და დედაქალაქში, როცა პროექტი ოპერირებას დაიწყებს. მას მერე, რაც მშენებლობა დაიწყება, ყოველწლიურად, ბიუჯეტი, სულ მცირე, 500 მილიონ ლარს მიიღებს მხოლოდ გადასახადების სახით, ხოლო პროექტის სრულად კომერციულ ოპერირებაში გაშვების შემდეგ სახელმწიფოს 33 პროცენტი წილის პროპორციული დივიდენდი, ყოველწლიურად, იქნება 200 მილიონი ლარი“, – განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.ეკონომიკის მინისტრი ასევე გამოეხმაურა სპეკულაციებს ე.წ. „არაბიზაციის“ შესახებ.„ბევრი სპეკულაცია ისმის ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – არავითარი კავშირი ინვესტიციას მიგრაციის ზრდასთან არ აქვს, ასევე არავითარი კავშირი არ იქნება, მათ შორის, ბინებისა თუ აპარტამენტების გაყიდვასა და ბინადრობის უფლების მინიჭებას შორის, ეს ძალიან მკაფიო და ცალსახა პოზიციაა არავითარი ამის მსგავსი არსებულ ხელშეკრულებაში არ წერია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1766585774



