1769166661 • ეკონომიკა
ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფასების კლებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქართველი მწარმოებლები დაესწრნენ.მთავრობის მეთაურმა ქართული წარმოების პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ფასების კლების კუთხით არსებულ რესურსებზე ისაუბრა.„ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენს ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არც ერთი გადასახადი - არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.მიმდინარე კვირის განმავლობაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაიმართება.
1769427991
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაანონსებულ ბრიფინგზე გაჟღერდება სიცრუით გაჯერებული მესიჯები, ტყუილზე დაფუძნებული ხედვა და იქნება საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.ამ ადამიანებს [ლორა თორთონსა და ჯო უილსონს] ვიცით რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, როგორია მათი ხედვები, რა განცხადებებით შემოიფარგლებიან ხოლმე. რაღაც განსხვავებულს არაფერს ველოდები, იქნება იგივე სიცრუით გაჯერებული მესიჯები, ტყუილზე დაფუძნებული ხედვა და მცდელობა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ვფიქრობ, იგივე მესიჯები იქნება გაჟღერებული, რასაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვისმენდით კონკრეტულად თუნდაც ამ ადამიანების მხრიდან,“ - განაცხადა კალაძემ.ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს.კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.„2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ადამიანის უფლებების კრიზისში ჩააგდო. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით სახელმწიფო ძალაუფლებას აფართოებს და სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას ართმევს“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
1769423012
ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ ამ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და დებატების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დებატები უნდა იყოს საგნობრივი, თემატური.„ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დისკუსიები, რომლებიც უნდა გაიმართოს საჯარო სივრცეში. დანარჩენი არის მედიასთან კონსულტაციების საგანიც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება. პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1769415023
"შეთანხმება", "დეკლარაციებზე ხელის მოწერა" - ასეთი რაღაცების არ მჯერა - ხალხი რომ იტყვის: "ხელისუფლების ალტერნატივა აი, ეს არის, ეს პოლიტიკური გუნდი", მას აქვს სახელი თუ რაღაც კოალიციის სახელით ასპარეზობს, მაშინ არის რეალური, ნამდვილი ერთიანობა ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ოპოზიციის ერთიანობაზე.პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციურ ერთობად შეიძლება განხილული იყოს ის ერთობა, რომლის მიმართაც ამომრჩეველს აქვს სანდოობა და ამყარებს იმედებს."ოპოზიციური ერთობა, რასაც ჰქვია, მხოლოდ ის ერთობა შეიძლება იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური ერთობა, რომელზეც ამომრჩეველი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ ამ მთავრობას ჩამოვაშორებთ, აი, ეს კონკრეტული პოლიტიკური გუნდი მოდის ხელისუფლებაში, რომლის მიმართაც გვაქვს სანდოობა, ვამყარებთ იმედებს, მკაფიოდ არის გამოკვეთილი ლიდერშიფი, აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მომავალზე, განათლებაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. ეს არის ერთობა, კონსოლიდირებული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს არსებული ხელისუფლების ალტერნატივას. დანარჩენი, კოორდინირებები, საერთო მაგიდის გარშემო დავსხდეთ, ვისაუბროთ, შემდეგ ეს გავაპიაროთ და რამდენიმე ხანში ეს კვლავ ყველას მიავიწყდეს, შეთანხმება, დეკლარაციებზე ხელის მოწერა - ასეთი რაღაცების მე არ მჯერა. მე მჯერა იმის, რომ თუ შედგება ერთიანობა, ერთიანი გუნდი ერთიანი სტრუქტურით, კონკრეტული ალტერნატივის განსახიერება ამომრჩევლის თვალში. ხალხი რომ იტყვის, ამ ხელისუფლების ალტერნატივა აი, ეს არის, ეს პოლიტიკური გუნდი, მას აქვს სახელი თუ რაღაც კოალიციის სახელით ასპარეზობს, მაშინ არის რეალური, ნამდვილი ერთიანობა.დანარჩენი არის უბრალოდ რაღაცა, რამდენიმე დღით გასაშუქებლად, თქვენც მასალა გქონდეთ და სხვებიც ბედნიერები იყვნენ, რომ დავსხედით და ვილაპარაკეთ", - განაცხადა ცისკარიშვილმა.ასევე, ცისკარიშვილმა ისაუბრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყანაში მთავარი ამოცანა არის "რეჟიმის შეცვლა", რადგან კვლავ რჩებიან ციხეებში "პოლიტიკური პატიმრები"."ძალიან გვიხარია და პოზიტიური განწყობა მოიტანა ჩვენი მეგობრის, თანამებრძოლის, გივი თარგამაძის თავისუფლებამ, მაგრამ მთლიანად ქვეყანაში დამძიმებული გარემოა, დამძიმებულია განწყობა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი, ჯერ კიდევ, ციხეში რჩება. "რუსთავის ციხეშიც, გლდანის ციხეშიც ახალგაზრდა ბიჭები არიან დაჭერილები, მათ თავისუფლებაზე გამოსვლას ჯერ არანაირი პერსპექტივა არ უჩანს ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ, მთავარი არის და ჩვენ ამოცანად რჩება რეჟიმის შეცვლა იმისთვის, რომ ამ უდანაშაულო ხალხმა თავისუფლება მოიპოვოს". განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
1769414496
დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.პრემიერის თქმით, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რაც ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში.„დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ეს სისტემა ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია“, - განაცხადა პრემიერმა.
1769412475
ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა. სადღაც გვერდით იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე , - ამის შესახებ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ განაცხადა.მისი თქმით, შემდეგ შეუერთდნენ საპატიმროში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებიც.„ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა. სადღაც გვერდით იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე.შემდეგ ესენიც შემოგვიერთდნენ რომეო [მიქაუტაძე] და ჯუ....[ჯუანშერ ბურჭულაძე] შემდეგ ლილუ [გრიგოლ ლილუაშვილი] და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ჩემს მეზობელს, მაინც გული რა არის, თებერვლამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ ცოტა ხნით ჩემთან სიახლოვე, რომ ეგრძნო შემომიმეზობლდა აქაც [ირაკლი ღარიბაშვილი]. დიდი ხნით ერთ სივრცეში არ გვაჩერებდნენ, მაგრამ ახლა მე გავამაგრებ ქუჩას და ის გაამაგრებს აქაურობას“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
1769411241
ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს - ჯანსაღი დებატებია საჭირო, ყველასთვის სამართლიანი გარემო უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.მისივე თქმით, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, „სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პირობები იქნება დებატებისთვის“.„ნება უნდა აჩვენონ ამასთან დაკავშირებით. მე პირადად არ ვგულისხმობ, რომ ამ ტოქსიკურ სივრცეში შეიძლება შესვლა და რაიმე დებატებზე საუბარი. ტოქსიკურ სივრცეს ვუწოდებ პროპაგანდის იმ ნაწილს, რომელმაც თავის გარშემო გარკვეული „ბაბლი“ იმიტომ შექმნა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონკრეტულ რადიკალურ პარტიებთან ერთად. ამ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს. რასაკვირველია, უნდა იყოს სამართლიანი გარემო ყველასთვის. მავალი თაობა მოდის. ამ თაობის რადიკალებს თუ არ აქვთ ეგეთი სურვილი, შეიძლება გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმრავლესობის ხედვებისგან საპირისპირო მოსაზრებები. ჯანსაღი დებატებია საჭირო. ჯანსაღი დებატებისთვის მზაობის გამოხატვას საკმაოდ სერიოზულ არგუმენტები სჭირდება. ჯერ ერთი, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საითაც მიგვანიშნებდნენ და დღემდე ხელს კრავენ საქართველოს, საით უნდა იმოძრაოს, ეს არის ცეცხლის, დაღუპვის და ნგრევის გზა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ დებატებში დამარცხებულები არიან წინასწარ. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პრობლემები ნარჩუნდება, მაგრამ ტენდენციები პოზიტიურია, აქედან გამომდინარე, არგუმენტები სასაუბროდ საკმაოდ შეზღუდული აქვთ. ბევრი ამას მხარს არ დაუჭერს, რასაკვირველია, მაგრამ ვნახოთ, ვცადოთ. არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პირობები იქნება დებატებისთვის," - განაცხადა ვოლსკიმ.
1769178928
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულება.როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია ხელისუფლების დამხობის შესახებ.„მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები საუბრობდნენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, შეიკრიბნენ და ამის განხორციელებაც დაიწყეს, უბრალოდ, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე და შეაჩერეს ეს მძიმე ფაქტი - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც აღსრულებაში ჰქონდათ უკვე მოყვანილი.ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადებები, მაშინაც კი, როდესაც კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული და პირდაპირ საუბრობდნენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, ვთხოვდით, არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი. არაერთხელ გამიკეთებია მეც განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით. ვთხოვდით, რომ ნუ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირველ რიგში, მათთვის იქნებოდა დამაზიანებელი და ნუ ჩაიდენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. არ დაემორჩილნენ, მათ თავიანთი გზა ჰქონდათ, დავალება ჰქონდათ მიღებული, დაიწყეს ამ დავალების შესრულება და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1769174295
დებატები, პოლემიკა ყოველთვის მისასალმებელია - ჩვენთან დამკვიდრებული არის ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება. ეს ყოველდღიური პრაქტიკაა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რაც სამწუხაროა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.მისივე თქმით, პოლემიკა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა.“დებატები, პოლემიკა ყოველთვის მისასალმებელია. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრება და ზუსტად დებატებით არის შესაძლებლობა საზოგადოებამ გაიგოს, რომელი მიმართულება არის სწორი. ჩვენთან დამკვიდრებული არის ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება. ეს ყოველდღიური პრაქტიკაა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რაც სამწუხაროა. ამ წამოწყებას მივესალმებით, მზად ვართ. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია, დებატი”, - აღნიშნა კალაძემ.შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ამასთან, კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიპ სტეიტის“ აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.
1769167684
არ მგონია, რომ გიორგი ვაშაძეზე ბევრი უნდა ვისაუბროთ - პოლიტიკურად განულებულ ადამიანებს რეკლამა არ უნდა გავუწიოთ, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.მისივე თქმით, „დედა „ნაცმოძრაობა" და იქიდან ამოსული პოლიტიკური ყლორტები, გვარამია იქნება, ვაშაძე თუ ნებისმიერი, აბსოლუტურად განულებულები არიან".„მე არ მგონია, რომ გიორგი ვაშაძეზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. პოლიტიკურად განულებულ ადამიანებს რეკლამა არ უნდა გავუწიოთ. რატომ იჯდა?! კომისიის წევრები აბსოლუტურად ყველა დაბარებულებს ვეუბნებოდით, რომ არსებობს კანონი, კონსტიტუცია და ყველა პასუხს აგებს, თუკი ის არ დაემორჩილება კანონს. ვინც დაემორჩილა და მოვიდა, ბუნებრივია, კანონს რეაგირება არ ჰქონია და ვინც არ დაემორჩილა შესაბამისი რეაგირება იყო. აქედან გამომდინარეა, რომ ეს ხალხი იხდის სასჯელს. პოლიტიკურად, ეს დედა „ნაცმოძრაობა" და იქიდან ამოსული ეს პოლიტიკური ყლორტები, გვარამია იქნება, ვაშაძე თუ ნებისმიერი, აბსოლუტურად არიან განულებულები. მსოფლიო დღის წესრიგი უკვე შეიცვალა და ამ ხალხის, „ნაცმოძრაობის" და მისი ფილიალების პრობლემა, ყველაფერთან ერთად, არის ის, რომ ყოველთვის დროს ჩამორჩებიან ხოლმე. ისინი საზოგადოების დაკვეთას და მსოფლიო დღის წესრიგს ყოველთვის არიან ჩამორჩენილები. ახლაც ასე მოხდა და დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი ძალები დაიკავებენ ამ ადგილს და ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 2025 წლის 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. ვაშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დასწრებია, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით
1769157816
უნდა დავუბრუნდეთ ფორმატს, სადაც არგუმენტების გაცვლაა და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.მისი თქმით, უნდა დასრულდეს არა არგუმენტირებული და შეურაცხმყოფელი საცირკო სანახაობების ფორმატი.„ბოლო წლების განმავლობაში მივეჩვიეთ მონოლოგურ რეჟიმს. ძალიან რთულია, როდესაც ერთ აზრს მოისმენ, რაღაც საკითხთან დაკავშირებით და იქვე არ ხდება ოპონირება და სამი-ოთხი საათის შემდეგ განსხვავებულ აზრს მოისმენ და მერე შეიძლება გაგრძელდეს ამის შეჯერება ერთმანეთთან. კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირისპირ სხედან და თავის არგუმენტებს ასაბუთებენ ან ერთმანეთის არგუმენტებს აბათილებენ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ელემენტი. ამიტომ ჩვენ ამ ფორმატს უნდა დავუბრუნდეთ და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს ან რა არგუმენტები აქვს ამის თაობაზე. ეს რა თქმა უნდა, უნდა წარიმართოს მართლაც ისეთ ვითარებაში, სადაც არგუმენტების გაცვლაა და ხან არგუმენტების გაბათილებაა ერთმანეთის მოსაზრებებზე. ხანდახან დათანხმებაც კი შესაძლებელი იქნება და არა ურთიერთ შეურაცხყოფის და საცირკო სანახაობების დადგმის ფორმატში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.
1769153215
ყველა ვინც ამ დისკუსიებში შემოვა, რეალურად გამოაჩენს თავის სახეს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დებატების საჭიროების თემაზე საუბრისას.მან აღნიშნა, რომ უკვე გაისმა ამ თემაზე ნეგატიური შეფასებები.„ჩვენ უკვე მოვისმინეთ ზოგიერთი ნეგატიური შეფასება ზოგიერთო რადიკალისგან, რაც ბუნებრივიც არის მათთვის, მათი დღის წესრიგი არის რადიკალიზმი და ექსტრემიზმი. ამიტომ დებატები მათთვის ერთგვარი სასიკვდილო განაჩენი იქნება, მაგრამ არც საზოგადოებას, არც ჩვენ რადიკალებთან, ექსტრემისტებთან და პოლიტიკურ ტერორისტებთან ბუნებრივია, სასაუბრო არ გვაქვს. ეს ინიციატივა ეხება ყველა იმ გულანთებულ ადამიანს, ვისთვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ ტიპის დისკუსიებისთვის მზად ვართ. ყველა, ვინც ამ დისკუსიებში შემოვა, რეალურად გამოაჩენს თავის სახეს, მათი მიზანი რეალურად არის თუ არა ქვეყანაზე, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა, თუ პირიქით - პოლიტიკის მაქსიმალური რადიკალიზაცია და ამ ქვეყნის გაწირვა ცუდი სცენარებისთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატების ინიციატივით გამოვიდა. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა მან. პრემიერმა აღნიშნულ თემაზე აღნიშნულ თემაზე ასევე ისაუბრა გადაცემაში „იმედი LIVE“. „მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, - აღნიშნა მან.
1769153125
