საკვები-საყინულეში
ზაზა თელია განმარტავს, რამდენ ხანს ინარჩუნებს გაყინულ მდგომარეობაში საკვები ვარგისიანობას

ზაზა თელია საკვების გაყინვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. „შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:1. კარაქი - 6-დან 9 თვემდე;2. ბანანი - 2-3 თვე;3. კვერცხის ცილა ან გული - 1 წელი;4. ყველი - გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი - 6 თვედაჭრილი ყველი - 3-4 თვე;5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა - 1-2 თვე;6. ავოკადო - 8-12 თვე;7. მცენარეული საკვები - 6 თვე;8. პური - გამომცხვარი - 1 თვე;არა გამომცხვარი კონსერვანტების გარეშე - 3-5 თვე;9. რძე - 3 თვე;10. კანფეტი - 3-6 თვე;11. ნაჭუჭიანი თხილეული - 6 თვე ან მეტი;12. შემწვარი მორჩენილი საკვები - ხორცეული - 2-3 თვე.ქათამი, ინდაური ან თევზეული - 4-6 თვე;13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით - 2-3 თვეასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს, შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს",- წერს ზაზა თელია.

1768981883

mamuchishvili
ინგა მამუჩიშვილი: თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია

 პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებს მორიგ სასარგებლო რჩევას უზიარებს.„რა ლამაზად თოვს და როგორი გახარებულები არიან ჩვენი ბავშვები...ცივი ჰაერი არ გვემუქრება — ნამდვილი მტერი გადაცივება და გადაღლაა. თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!ბავშვი შაქრის ნამცხვარი არაა — ჰაერზე არ დნება. უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

1768979700

amindi
გარემოს ეროვნული სააგენტო: 19-22 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

1766049272

კულუმბეგოვი
ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მიმართავს: არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება

ბიძინა კულუმბეგოვი თბილისში, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.„საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10).გთხოვთ დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვისქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრომოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთარ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება.გამოიყენეთ შესაბამისი ნიღაბი: N95 ან FFP2 ტიპის რესპირატორი (ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ასეთი ზომის მყარ ნაწილაკებს ვერ აკავებს). მანქანაში ჩართეთ შიდა ჰაერის წმენდის რეჟიმი სახლი დაალაგეთ სველი წესით.ჯანმრთელობას გისურვებთ!“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

1764582335

მელია აქციაზე
ნიკა მელია: პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისგან ხსნა, მოვიდა დრო დისიდენტობისა

პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნა, იარსებებს ბევრი სხვადასხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.მისივე თქმით, პარტიული პოლიტიკის დრო როდესაც დაბრუნდება, მაშინ შეეძლება ყველას, ერთმანეთი მრწამსობრივი თუ პრაქტიკული ღირებულებების მიხედვით მონახოს.„29 მაისს, სახლიდან, ბელინსკის ქუჩიდან ოთხ თანმხლებ პირთან ერთად გამოვედი, სულ ხუთნი; გამოვედით ორი მანქანით, ორივე მანქანაში დამონტაჟებული ოთხი ვიდეოკამერით, წავედით ტელევიზიისკენ, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, 20:30 საათია.20:50-ზე ლისის ტყესთან 40-მდე სხვადასხვა ზომისა და ფორმის დრაგუნი, ზოგი ტანხმელი და ზოგი ბიზონივით, მანქანებიდან გადმოცვივდა, თითქმის ყველა ხაფი ხმით ღრიალებდა. ოთხივე კამერა დალეწეს და ჩემთან ერთადვე გაიტაცეს. გამიტაცეს მიკროავტობუსით, არანაირი განმარტება, რატომ, რისთვის და ა.შ. მიმიყვანეს დიღმის სამმართველოში, შემჩურთეს მე-5 სართულის რომელიღაცა ოთახში.მომდევნო დღეს, დილით, ნების საწინააღმდეგოდ აღმოვჩნდი სასამართლოს შენობაში, დარბაზის ხის გალიაში. დარბაზში დამხვდა შავებში ჩაცმული შვანგირაძე, უკიდურესად არაინტელექტუალური გამოხედვით, ცივი იერით, მოსამართლე, რომელიც თითქოს სისხლის მიმოქცევის გარეშეც კი არის, პლასტმასის მულაჟი. შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, ყასიდი ინტერესიც კი, თუ რა მოხდა ღამით. აი, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მასთან სამსახურში მისული, საექსკურსიო-შემეცნებითი ვიზიტით მისული ჯგუფის ნებაყოფლობითი წევრი გახლდით.ერთი სიტყვით, შელახული ღირსების აღდგენისა და დაცვის გამოსავალი, წყლის ძალაში ვნახე…ორი კვირის წინ, როგორც იქნა, გატაცების მიზეზი დაასახელეს და ეს ჩემივე მარჯვენა ხელის შუა თითი აღმოჩნდა, პოლიციელისთვის ნაჩვენები! ანუ, თითქოს მოძრავი მანქანიდან ვერაზე მანქანის შუშა ჩამოიწია და ჩემი შუა თითი აღიმართა. მათივე ვერსიით, ეს თითი, ეჭვმიუტანლად შუა იყო და არავითარ შემთხვევაში საჩვენებელი! მინდოდა, დეტალებში გცოდნოდათ ამ საქმეზე წელიწადნახევრიანი პატიმრობის საფუძველი.გუშინწინ კი მომეცა საუბრის შესაძლებლობა, თუმცა აქაც დავწერდი: პარადოქსია, მაგრამ პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნაც კი. თუკი, რაიმე სიშლეგისთვის მადლობა ეთქმის რეჟიმს, ესაა! მოვიდა წინამორბედთა დრო – დრო დისიდენტობისა. დღეს კულტურული ადამიანი აღარ იფიქრებს, აღარც პარტიებზე და აღარც ფრაქციებზე. იარსებებს ბევრი სხვადასხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში! მოხერხდება საკვანძო საკითხებში ერთი ხაზის, ერთი ნების, ერთი დინამიზმის გამოვლენა.როდესაც კვლავ მოვა პარტიული პოლიტიკის დრო, მაშინ მონახოს ყველამ ერთმანეთი, მრწამსობრივი თუ პრაქტიკული ღირებულებების, ელექტორალური თუ პიროვნული ღირებულებების მიხედვით! ააგორეს ქვა, დაუგორდებათ ლოდი! დროებით“, – წერს ნიკა მელია.

1764163027

mamuchishvili
თუ ასე მოიქცევით, ბაღის ბავშვებს ცხვირიდან გამონადენსა და ხველას მთელი ზამთარი ვერ მოაშორებთ - პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს:„ევროპაში ხომ დადიხართ, იმედია ხედავთ როგორი ჩაცმულები დაჰყავთ ბავშვები, თხლად, ბეწვების და შალის წინდები და კიდევ ყურებიანი „უშანკების“ გარეშე… არ ავადდებიან ბავშვები ხშირად და თუ ავად ხდებიან ვირუსის რეპლიკაცია-ელიმინაციის ვადებში!!! და, ამ ერთ ქცევაში მაინც მივიბაძოთ ჰოო ამ ბინძურ და აწეწილ ევროპას. აქვე კითხულობს თქვენს ხშირად დასმულ პასუხს… მთელი მთელი წლის განმავლობაში ვერ მოაშორებთ ბაღის სახლს, რათა გამოადგეს, ეს ასე იქნება!!! თუ პატარა არ არის,აქტიურია, კარგია, დახტის და ირაზე აყენებს სახლს, მხოლოდ წამოახველებს დღის განმავლობაში, ცხვირში გაჭედილია ან ჩამოსდის, გააგრძელეთ მისი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრება, ახლა ამყოფეთ გარეთ და მსუბუქი სპორტული აქტივობებიც არ შეუზღუდავთ!!! იმუნური სისტემაც მადლობასგეტყვით!!!ნუ გამოკეტავთ სახლში უჰაერობაში დაიცავით რეჟიმის დაცვით ნუ დასტრესავთ!!! მასწავლებლებს მინდა გთხოვოთ, მარტივია ანგარიში და უკვე გამოჯანმრთელების ფაზაში გადასული ბავშვის გარჩევა!! იდეალურად ბედნიერი ბავშვი,რომელსაც რაიმე რესპირაციული სიმპტომი მაინც არ აქვს ამ ეტაპზე არ არსებობს!!! მშობლებმაცრა ქნან რომ არ იმუშაონ,სახლში მიართმევენ ხელფასს???“ – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალური ქსელში. 

1764065560

horoskopi
გოგა მანია ზოდიაქოს ხუთ ნიშანს ასახელებს, რომლებსაც პირველი სექტემბრიდან წარმატებები ელით

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს და ზოდიაქოს იმ 5 ნიშანს ასახელებს, რომლებიც 1 სექტემბრიდან ყველაზე იღბლიანები და წარმატებულები იქნებიან.ეზოტერიკოსი თქმით, ზოდიაქოს ეს 5 ნიშანია - ქალწული, თხის რქა, მორიელი, კირჩხიბი და თევზები. როგორც გოგა მანია აღნიშნავს, ზოდიაქოს ეს ნიშნები წარმატებულები იქნებიან ყველაფერში. მათ სტაბილურობა და ჰარმონია ექნებათ.მომავალი 6 თვე განსაკუთრებულად კარგი იქნება ქალწულებისთვის და თხის რქებისთვის, ხოლო წყლის ნიშნებისთვის: კირჩხიბი, მორიელი და თევზები ეს კარგი პერიოდი მომავალი წლის ზაფხულამდე გასტანს.  

1756288629

gamsaxurdia
გიორგი გამსახურდია: ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა "ნაცების" უბოროტესი, ყველაფრის მკადრებელი სახე

არსებობს ცხოვრებაში წითელი ხაზები, რომლებსაც არ გადადიან და არ გადადიოდნენ, თვით ყველაზე ზნედაცემული ხალხიც კი, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს.მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლეთა რეაქციებმა, მორიგ ჯერზე გამოაჩინა მათი მანკიერი და ყველაფრის მკადრებელი სახე.გამსახურდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერების ამგვარმა რეაქციებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათი ადგილი არც პოლიტიკაშია და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში.„არსებობს ცხოვრებაში წითელი ხაზები, რომლებსაც არ გადადიან და არ გადადიოდნენ, თვით ყველაზე ზნედაცემული ხალხიც კი. დიქტატორები, ტირანები და ა.შ. ცხონებული ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ გამოაჩინა ნაცების უბოროტესი, ყველაფრის მკადრებელი და უმანკიერესი სახე. მათმა რეაქციებმა, ლევანის გარდაცვალებაზე, დაადასტურა, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნამდვილად არ არის. არც იქნება კიდევ არასდროს. ჩემი სამძიმარი ლევანის ოჯახს და ახლობლებს", - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

1755774973

ოცნება
დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე - ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება - გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევროკომისიის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს ეხმიანება, სადაც რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, რეკომენდაციებს შორის მოთხოვნილია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმება და LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.დიმიტრი სამხარაძის თქმით, ევროკომისია პირდაპირ და ღიად ითხოვს პატიოსნებისა და ოჯახის ღირსების გაცვლას გარყვნილებასა და ჰომოსექსუალების გაბატონებაზე. ასევე ქართული ისტორიისა და სულისკვეთების დავიწყებას.„პირდაპირ და ღიად ითხოვენ:პატიოსნება და ოჯახის ღირსება - გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთო!ქართული ადათ-წესები, სულისკვეთება, ჩვენი ისტორია, გმირები და წინაპრები დაივიწყეთ - „ტოლერანტული“ LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო!ქართული ეკლესიის გვერდით დგომა და დაცვა- ავტორიტეტის შელახვით და მისი განადგურებით ჩაანაცვლეთო!მშვიდობა - ომით შეცვალეთო!საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები - ევროპელი ბიუროკრატი, კორუმპირებული პოლიტიკოსების მონებად აქციეთო!ქართველებო, კიდევ დაგრჩათ ვინმეს რამე კითხვა ?“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

1752668548

მუს
ნატო გელაშვილის განცხადება: "ხელები შორს! არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას"

  "მოგესალმებით სრულიად საქართველოს. არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას, თუმცა, როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს.  დღეს ბიჭები არიან სამიზნეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში ,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი "სირცხვილია" -ს, სულ ცოტა, მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს - "რა არის სირცხვილი და რა - არა".ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც - ქვეყნის. არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის. ასე რომ, შორს ხელები ჩემი ოჯახიდან" - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში და შვილების, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების ფოტოს აქვეყნებს.ეს განცხადება მომღერალმა გუშინდელი კონცერტის შემდეგ გააკეთა. როცა გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები სცენაზე ზუკა ხუციშვილთან ერთად სიმღერას ასრულებდნენ, სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი ავიდა, რომელმაც ძმებ ჭოხონელიძეებს სიტყვის თქმის უფლება სთხოვა და თქვა, რომ მათ თანატოლს, 21 წლის მატე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ თხოვნაზე ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებისგან მან უარი მიიღო, აუდიტორიიდან კი ისმოდა შეძახილები: "სირცხვილია", "ასე არ შეიძლება..."

1749813210

სემ
სემეკმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის საირიგაციო წყლის მიწოდებაზე“ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ცვლილებები შეიტანა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის საირიგაციო წყლის მიწოდებაზე გრძელვადიანი ხელშეკრულების“ სტანდარტულ ფორმაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმაში გათვალისწინებული იქნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის აღრიცხვის და საბითუმო მიწოდების საფასურის განსაზღვრის გარდამავალი პირობები. კერძოდ, 2026 წლის 1 იანვრამდე შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიეცა უფლებამოსილება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის განსაზღვროს სხვადასხვა სახის საბითუმო მიწოდების საფასური, საირიგაციო მიწის ფართობის (ჰა), მოხმარებული წყლის მოცულობის (მ3), სეზონურობის ან/და სხვა სახით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა მიწოდების წერტილზე, ვერ მოხდება მრიცხველების მოწყობა წესების გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში ტექნიკური შეუძლებლობის გამო, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა ითვალისწინებს მხარეების შესაძლებლობას შეთანხმდნენ მაგისტრალური არხის მონაკვეთზე დასაშვებ ტექნიკურ დანაკარგზე და მოხმარებული წყლის მოცულობის კონტროლის დროებით წესზე. ამ შემთხვევაში, მიწოდების წერტილებზე მრიცხველები უნდა მოეწყოს 2026 წლის საირიგაციო პერიოდში წყლის მიწოდების დაწყებამდე. მანამდე მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის მოცულობის კონტროლი განხორციელდება მაგისტრალურ არხში გატარებული წყლის მოცულობის აღრიცხვით.სემეკი მიმართავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებს გაითვალისწინონ, რომ შპს  „მელიორაციის კომპანიის“ მიერ განაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვების ან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ სემეკს უშუალოდ ან იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით.

1746694938

სალ
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ

ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც აღდგომის ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ვწვეოდი და ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შევთანხმებულიყავი“, - წერს ზურაბიშვილი.

1745232037