1769166661 • ეკონომიკა
წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 23 იანვარს გაიმართება.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება.„ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და განვითარება. საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში წარმატებული სპორტსმენებისთვის წახალისების არაერთ პროგრამას ახორციელებს. აღნიშნულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტშიც. მეც, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ მაგალითი მივცე მომავალ თაობებს, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად. ეს, პირველ რიგში, წაადგება ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს.„მერია აქტიურად არის ჩართული სპორტის წახალისების საქმეში, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით. სხვადასხვა პროექტი, პროგრამა თუ ინიციატივა გვაქვს წარმოდგენილი. ამისთვის გამოყოფილი გვაქვს თანხები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც პროფესიული სპორტის წახალისებასა და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება, წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაა, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება. ჩვენ ხვალაც გვექნება შესაძლებლობა, დავაჯილდოოთ წარმატებული თბილისელი სპორტსმენები“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, 2018 წლიდან დღემდე სულ დაჯილდოვდა 931 სპორტსმენი.რაც შეეხება მიმდინარე წლის 23 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებას, თბილისის მერის ინფორმაციით, დაჯილდოვდება 236 თბილისელი სპორტსმენი, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. მისივე თქმით, ასევე, დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტ ფეხბურთელთა ერთი გუნდი.როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000 ლარს შეადგენას.
1769071115
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პურ კამპოს პოდკასტში ისაუბრა, რატომ დათანხმდა საქართველოს ნაკრებში მუშაობას.„ცხოვრებაში რთული დრო მეც მქონდა. სოფლიდან ვარ, მამაჩემი ქვაბებს ყიდდა, დედაჩემი კი მდივნად მუშაობდა. როდესაც სოფელში იბადები, ცხოვრებისეული პერსპექტივები დიდი არ არის, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა ახალგაზრდობის კარგად გატარებაში.ჯერ „ბორდოში“, ხოლო შემდეგ „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობის შემდეგ, მინდოდა, ჩემი უმცროსი ვაჟისთვის დამეთმო დრო, რომელსაც დაბადებიდანვე შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, ამიტომ სამწვრთნელო საქმეს დროებით თავი დავანებე.ფეხბურთს მთლიანად რომ არ ჩამოვშორებოდი პერიოდულად ფრანგულ რადიოსა და ტელევიზიაში ვმუშაობდი. მოგვიანებით საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში დავიწყე საქმიანობა, სადაც ოთხი წელი გავატარე.შემდეგი გამოცდილება მინდოდა ყოფილიყო პროექტი, სადაც გუნდის თავიდან აშენება იყო საჭირო, რისთვისაც დროს მომცემდნენ და ნდობასაც გამომიცხადებდნენ. სწორედ მაშინ დამიკავშირდნენ საქართველოდან – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსა და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილს მანამდეც ვიცნობდი – როდესაც მიუნხენის „ბაიერნში“ ვიყავი, ისინი გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობდნენ.საქართველოს ნაკრებში მუშაობა შემომთავაზეს და მითხრეს, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დაგვეწყო. ისეთ ადგილას მივდიოდი, სადაც წარმატებული სანაკრებო წარსული არ ჰქონდათ. მაშინვე მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის მიმზიდველი იყო და დავთანხმდი – ეს არის პროექტი, სადაც ჩვენ ბრძოლისუნარიან გუნდს ვაშენებთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
1768294426
სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლო წარუმატებელი მატჩები ყველასთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ მთავარი სწორი ანალიზის გაკეთებაა.„ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ბიჭებს. ეს ის თაობაა, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანა. გვქონდა კარგი თამაშები, ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მარცხი ყოველთვის დასანანია. ფეხბურთში, როგორც იტყვიან, მოგება და წაგება ძმები არიან. წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ყველა თამაშს მოიგებ. ხდება წარუმატებლობაც.მინდა, ჩვენს ბიჭებს მივმართო, გული არ გაიტეხოთ. მთავარია, სწორი ანალიზი გაკეთდეს, რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობისა. შეუძლებელია, ყოველთვის კარგად ითამაშო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა წარუმატებლობაა. რას ვიზამთ, სპორტია. ყველას გვაქვს სურვილი, რომ ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, მაგრამ ასეც ხდება. გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა ავწიოთ და გავაკეთოთ ანალიზი, რატომ იყო ჩვენი თამაშები წარუმატებელი და შემართებით მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ფეხბურთელების მიზანმიმართული შეურაცხყოფა მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები მათ გულშემატკივრობას არ შეწყვეტენ.„ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ფეხბურთელების, სპორტსმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება ყველა სფეროშია, ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. ვინც ჯანსაღად აზროვნებს და უყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველა თქვენს გვერდითაა. მახსოვს წარუმატებელი პერიოდი, როცა ვერ ვიგებდით თამაშებს და გულშემატკივრების უმრავლესობა, მიუხედავად ნიჰილიზმისა, თქვენს გვერდით იყო, არასდროს მიუტოვებიხართ. ასე იქნება მომავალშიც - სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1763549425
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონატის გასვლით შეხვედრაში „ლიონთან“ 3:2 გაიმარჯვა.პარიზელები ორჯერ დაწინაურდნენ და „ლიონმა“ ორივეჯერ გაათანაბრა.33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელები 2:1 დააწინაურა – ეს მისი 33-ე გოლი იყო ევროპის ტოპლიგებში. ამ მაჩვენებლით მან ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს გაასწრო. მათ ტოპ-5 ლიგის გუნდების მაისურით 32-32 გოლი აქვთ გატანილი.პსჟ-მა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მეორეში ერთი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჟოაო ნევეშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.პსჟ ამ მომენტისთვის საფრანგეთის ჩემპიონატში 27 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 2 ქულით აღემატება.
1762758862
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრ ვახტანგ ლოლუას, ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის 85 000 ლარი გადაეცემა. გარდა ამისა, სპორტსმენი დამატებითი ფულადი პრიზის სახით 65 000 ლარს მიიღებს.განკარგულების თანახმად, რომელიც საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ძალისმიერი სამჭიდის შეჯიბრებაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი თემურ სამხარაძე ფულად პრიზს 40 000 ლარს მიიღებს.პარაძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, გუნდის მიერ პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფულად პრიზს 102 000 ლარს და დამატებით ფულადი პრიზს 98 000 ლარს მიიღებენ.კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გუნდის წარმატებული ასპარეზობისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი ფულადი პრიზს 595 000 ლარს და დამატებით ფულად პრიზს 2 405 000 ლარს მიიღებენ.ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრები, გუნდის მიერ ფუტსალში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის, ფულად პრიზს 500 000 ლარს მიიღებს.განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
1761899713
ესპანეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.„ესპანეთის ნაკრებთან თამაშის დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. ვიცით, რომ ეს გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ურთულესი მატჩი გველის.სექტემბერთან შედარებით, განსხვავებული სიტუაციაა, რადგან „ლივერპულის“ რიგებში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე. მიხარია, რომ სათამაშო დრო მივიღე – თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და მომავალი მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვარ.იამალის არყოფნა ესპანეთისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა მათ სხვა მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. ამჟამად მათი რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ყველა პოზიციაზე ძლიერი ალტერნატივები აქვთ. საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, ბევრი ვირბინოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ და მაქსიმალურად პროდუქტიულები ვიყოთ როგორც დაცვაში, ისე – შეტევაში, რადგან ეს იქნება მარტივი გზა მოსაგებად“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.
1760108907
ლას ვეგასში ჩატარებული UFC 320-ის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.რეიტინგის ლიდერი კვლავ ილია თოფურიაა, რომელმაც ივნისში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. მესამე ადგილზეა მერაბ დვალიშვილი, რომელმაც UFC 320-ზე კორი სენდჰეგენს სძლია და სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი მესამედ დაიცვა.UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):ილია თოფურია (საქართველო)ისლამ მახაჩევი (რუსეთი)მერაბ დვალიშვილი (საქართველო)ხამზატ ჩიმაევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია)ალექს პერეირა (ბრაზილია)ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)ტომ ასპინალი (ინგლისი)დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)მაქს ჰოლოუეი (აშშ)ბელალ მუჰამედი (აშშ)არმან ცარუკიანი (სომხეთი)შავკატ რახმანოვი (ყაზახეთი)
1759821386
მარცხენა ბარძაყის მცირე დაზიანების გამო, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.Geo Team-ის ინფორმაციით, დაზიანება არაა სერიოზული და აღდგენითი პროცესის კარგად წასვლის შემთხვევაში, ხვიჩა მოედანს მომდევნო უიკენდზე დაუბრუნდება.
1759219563
საფრანგეთის ლიგა 1-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფიფა-ს ოფიციალურმა პარტნიორმა, DAZN-მა კი რამდენიმე ნაწყვეტი გაავრცელა."ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ფეხბურთის თამაში მაბედნიერებს. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე და ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთელების ვიდეოები ხელმისაწვდომი არ იყო. დედაჩემს მამაჩემის კასეტები ჰქონდა შენახული და როდესაც მის გატანილ გოლებს ვუყურებდი, სასწაული გრძნობა მეუფლებოდა. ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ მამა იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე.როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, პირველი რაც გამახსენდა, საქართველო იყო, რადგან ჩემთვის ყველაფერი ამ ქვეყნიდან დაიწყო. საქართველოს ნაკრებში და პსჟ-ში თამაში ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს, რასაც მოედანზე და მის მიღმა ვაკეთებ, უდიდესი ყურადღებით აკვირდებიან და მინდა, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო", - განაცხადა კვარაცხელიამ.შეგახსენებთ, პსჟ-სა და "მარსელის" შეხვედრას დღეს 22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათიდან ვიხილავთ.
1758531240
„გამოჩნდა უცნობი ბიჭი და გახდა გმირი ევროპულ ქალაქში, რომელსაც აღარც კი ახსოვდა როგორია მოგება, მოიგო სკუდეტო - ეს ისაა, რაც სამუდამოდ დარჩება“, - განაცხადა მსოფლიოში ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით.რომანო, რომელიც საქართველოში იმყოფება ამბობს, რომ კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისით უნდა იამაყონ.მისივე თქმით, მსოფლიოში სულ 5-6 ფეხბურთელია, რომელთა თამაშიც აიძულებს ფეხზე წამოდგეს, კვარა კი ამას წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს.
1758277907
ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა პარამოფარიკავეებმა სამი მედალი მოიპოვეს. A კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ. ჩემპიონობა ნინა თიბილაშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი კი გვანცა ზადიშვილი გახდა. შეხვედრა ანგარიშით 15:10 დასრულდა.B კატეგორიის ფინალური შეხვედრა კი ირმა ხეცურიანმა ჰონკონგელ ტონგთან ანგარიშით 15:9 დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.ხვალ გოგონები ხმლით გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვებიან.ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
1758117066
თბილისში საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 0:3 წაგების შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიან ილიევი პოსტს დატოვებს და მას ცნობილი სპეციალისტი შეცვლის – ინფორმაციას გამოცემა gol.bg აქვეყნებს.მტკივნეული წაგების გამო მწვრთნელი ილია ილიევი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მისი შემცვლელი კანდიდატიც მონახა – გუნდს ვარნის „სპარტაკის“ ყოფილი მწვრთნელი დიმიტარ დიმიტროვ-ხერო ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად თავისუფალია. ილიევის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდეა ძალაში, ხოლო მსოფლიო შესარჩევი ეტაპი ნოემბერში მთავრდება.
1757327706




