1769166661 • ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ
დარწმუნებული ვარ, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ისთან შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და DAMAC Properties-ის დამფუძნებლის, ჰუსეინ საჯვანის შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი კორპორაციის დამფუძნებელთან, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვემსჯელა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. არაერთი სექტორი განვიხილეთ, სადაც შესაძლებელია საქართველოში ინვესტიციის განხორციელება და დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, DAMAC Properties უმსხვილესი მოთამაშეა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე როგორც დეველოპერულ, ისე სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.
DAMAC-ჯგუფი, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და დასაქმებული ჰყავს 4 ათასზე მეტი თანამშრომელი, ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერია და მისი წლიური შემოსავალი 4 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.საქმე ეხება ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებას.სასამართლო ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.ვაშაძის თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვს, რასაც გადაიხდის.შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.
სამართალი • 1769438755
თუ ვინმე ფიქრობს: „ჰეი, ცოტა ხანი ამერიკის გარეშეც შეგვიძლია“, დაივიწყეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ცოტას ვხარჯავთ თავდაცვაზე, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნიდერლანდურ გამოცემა Het Financieele Dagblad-თან ინტერვიუში.მან ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორებიცაა გრენლანდიის კრიზისზე, ნატოსა და ევროპის უსაფრთხოება, ამერიკის როლი და ა.შ.კითხვას „შეძლებს თუ არა ევროპა ოდესმე შეერთებული შტატების გარეშე არსებობას“, რუტემ ასე უპასუხა:„ჩემი აზრით, არასდროს. ისტორიამ გაგვაერთიანა. ამერიკული ბირთვული ქოლგა ჩვენი მთავარი უსაფრთხოების საბოლოო გარანტიაა“.აქვე, რუტე აცხადებს, რომ ინგლისი და საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოებია, თუმცა პატარა მასშტაბის. მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული ძალები აშშ და რუსეთია. ის ამბობს, რომ „ამერიკის გარეშე ევროპას თავდაცვისთვის მშპ-ის 8–9% დასჭირდებოდა. ამიტომ ამის სურვილიც არ უნდა გვქონდეს.“
მსოფლიო • 1769433166
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ზვავის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საზოგადოება • 1769433099
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალების უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.სუს-ი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს.უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას“, – აცხადებენ სუს-ში.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
სამართალი • 1769432867
ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფასების კლებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქართველი მწარმოებლები დაესწრნენ.მთავრობის მეთაურმა ქართული წარმოების პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ფასების კლების კუთხით არსებულ რესურსებზე ისაუბრა.„ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენს ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არც ერთი გადასახადი - არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.მიმდინარე კვირის განმავლობაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაიმართება.
პოლიტიკა • 1769427991
პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციისთვის, აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამართალი • 1769423222




