1764932253 • პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი ხვდება, რომ პუტინი მას ატყუებს - დაინახა, რომ პუტინი ერთს ამბობს, შემდეგ ბომბებს უშვებს და ომის დასრულება არ სურს
დონალდ ტრამპი ხვდება, რომ პუტინი მას ატყუებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს თავად დაინახოს. ეს არა სხვისგან გაიგოს, არამედ თავად დაინახოს. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ს ყველა ინიციატივას მხარი დავუჭირეთ. პრეზიდენტ ტრამპის ყველა ინიციატივას მხარი დავუჭირე. მან რეალობა დაინახა, რომ პუტინი ერთს ამბობს და შემდეგ ბომბებს უშვებს. მან დაინახა, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აშშ-ს ეშინია.
„გენერალი კელოგი ჩამოვიდა და ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში მასიური იერიშები არ ყოფილა. ამაზე ხუმრობა ხალხმაც დაიწყო, რომ კელოგს უკრაინული პასპორტი მივცეთ და აქ დავიტოვოთ. და რას ნიშნავს ეს? როდესაც ამერიკელები აქ არიან, მაშინ პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას ვერ ბომბავს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი, - განაცხადა ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.მან დაასახელა კორუფციის შემთხვევების ექვსივე ფაქტი.„პირველი: მარნეულში, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა.აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მეორე: ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 50 000 ლარიანი თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1 500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ.აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მესამე სისხლის სამართლის საქმე: თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დავაკავეთ.გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ჰორიზონტი 23“-ის დირექტორმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, შპს „არქიტრავს“ ფიქტიურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს „ჰორიზონტი 23“-მა. ამავე დროს, შპს „ინსპექტას“ ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89 727 ლარის თაღლითურად დაუფლება.აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.მეოთხე სისხლის სამართლის საქმე: ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს ,,ლოგი“-ს დირექტორი შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორი და ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ტექნიკური ზედამხედველი.თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ლოგი“-ს შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება „მუხიანი 2“-ის დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, ღირებულებით 572 907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს.შპს ,,ლოგი“-ს დირექტორმა შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა, 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი, 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს „ლოგის“ მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში. გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოსდა გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა N2-ებში, რის საფუძველზეც შპს ,,ლოგი“-ს გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104 290 ლარი.აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მეხუთე საქმე: ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი.აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მეექვსე სისხლის სამართლის საქმე: ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2 000 ლარი.აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.ანტიკორუფციული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებს ყველას, ვინც შესაძლოა რაიმე სახის კორუფციულ დანაშაულებში აპირებდეს მონაწილეობას, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა გაგნიძემ.
სამართალი • 1764940634
კონკრეტულ აქტებს [„მეგობარი აქტი“] არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კონკრეტული განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ველოდებით საპასუხო რეაქციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.როგორც ის განმარტავს, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, დამოკიდებულია იმაზე, რა პასუხს მიიღებენ ისინი აშშ-დან.„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, ის აბსოლუტურად უხეში და შეუსაბამო დამოკიდებულება, რომელიც 2024 წლამდე იყო, ახალი მიდგომებით შეიცვლება. რაც შეეხება კონკრეტულ აქტებს, მას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კონკრეტული განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ველოდებით საპასუხო რეაქციას, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, როგორი იქნება ეს საპასუხო რეაქცია“, - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა • 1764939134
უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპის ერთიანობა აუცილებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.„ამერიკელებსა და ევროპელებს შორის ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია. ამას მუდმივად ვიმეორებ, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულ სამშვიდობო ძალისხმევას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ სამშვიდობო ძალისხმევის სათავეში ევროპელები სჭირდებათ, რადგან ეს ევროპის კონტინენტზე ხდება, რადგან ჩვენ ვართ უსაფრთხოების გარანტიების მიმწოდებლები, რადგან ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ასევე შეუძლია სანქციების განხილვა, ჩვენ ვართ ისინი, ვის ხელშიცაა რუსების გაყინული აქტივები, ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია და სწორედ ამ პარტნიორობის მეშვეობით ვიქნებით ეფექტიანები. ამიტომ, არ არსებობს უნდობლობა, პირიქით, არის თანამშრომლობა უკრაინის, საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების სამსახურში“, – განაცხადა მაკრონმა.ამასთან, მაკრონმა უარყო გერმანული გამოცემა „შპიგელის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია.„მე ყველაფერს უარვყოფ. არსებობს მშვიდობის მხარე. მშვიდობის მხარეს არიან უკრაინა, ევროპელები, ამერიკელები, „მსურველთა კოალიციის“ ყველა მოკავშირე. არის ერთი ქვეყანა, რომელიც ომს აწარმოებს, ფაქტობრივად, 2014 წლიდან და რომელიც აგრძელებს ამას და უარს ამბობს მშვიდობაზე. ეს არის რუსეთი. მე მჯერა, რომ ამ კონფლიქტში ჩვენ უნდა დავრჩეთ უკიდურესად მარტივები და პრაგმატულები. ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენ ვჭირდებით, რათა ეს მშვიდობა იყოს მტკიცე და მდგრადი“, – განაცხადა მაკრონმა.შეგახსენებთ, გუშინ, გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა” გაავრცელა ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც პირველ დეკემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ფინეთის პრეზიდენტი, უკრაინის ლიდერი და სხვები. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტენოგრამაში ევროპელი ლიდერები განიხილავენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს. როგორც გამოცემა წერს, სატელეფონო საუბარში ემანუელ მაკრონი აცხადებდა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უღალატოს უკრაინას. ელისეს სასახლეში „შპიგელს“ უთხრეს, რომ მაკრონს სიტყვა „ღალატი“ არ გამოუყენებია.
მსოფლიო • 1764938297
აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა. ინდივიდუალურ შემთხვევებში, თუ ვინმეს აქვს რაიმე საჭიროება, რომ გამოკვლეული იქნეს, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოები, ყველა მზადაა გააკეთონ შეფასებები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციების დაშლისას დაშავებულებზე საუბრისას განაცხადა.რაც შეეხება BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟს, მინისტრის თქმით, მოგონილი აჟიოტაჟი მიმდინარეობს.„ჩახუნაშვილების დასკვნაში აღწერილია, რომ მრავალათასიანი მიტინგის დროს რომ მოხდა ამის [ქიმიური ნივთიერებების] გამოფრქვევაო. თურმე აღმოჩნდა, რომ რესპირატორული პრობლემებით მიმართა სასწრაფოს სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. ჩემს მიერ გაცემულ წერილში არის მითითებული ფაქტები, რამდენ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და რამდენი იყო გადაყვანილი საავადმყოფოში ამ ჩვენებებით - სულ არის რამდენიმე ერთეული!ე.ი. უნდა ვამტკიცოთ, რომ ერთ ადამიანსაც კი არ დასჭირდა სტაციონარში ერთი დღე გაჩერება. სულ, 10-ზე მეტი არ ყოფილა ადამიანების რიცხვი, რომელსაც საავადმყოფოში წაყვანა დასჭირდა, არამცთუ იქ დატოვება.ინდივიდუალურ შემთხვევებში, თუ ვინმეს აქვს რაიმე საჭიროება, რომ გამოკვლეული იქნეს, დიახ, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალი, მთლიანად საავადმყოფოები, კლინიკები, ყველა მზადაა ინდივიდუალურად გააკეთონ შეფასებები.რაიმე საგანგაშო მონაცემი, რომელზე დაყრდნობითაც ვინმეს უნდა აეტეხა პანიკა, ეთქვა ქიმიურ ნივთიერებაზე უნდა მივიტანოთ ეჭვი, ქიმიური გამოკვლევები ჩატარდესო, მე ვეთანხმები იმ აზრს, რომელიც ამბობს, რომ აქ ყალბად, მოგონილი აჟიოტაჟია“,- აღნიშნა მინისტრმა.
პოლიტიკა • 1764936249
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.„ქ. თბილისში 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ზოგან თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საზოგადოება • 1764936153
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იყო შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა , - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.მთავრობის მეთაურის თქმით, როცა BBC ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ ტელევიზიაში.„გაირკვა, რომ მამა-შვილ ჩახუნაშვილების ინტერვიუ იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. როცა BBC ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში. არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. როდესაც მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი ხელში შერჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. გამოძიება შეისწავლის იმას, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით.შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა“, - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა • 1764933980




