1769523974 • საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: შეხვედრაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები
ერთმნიშვნელოვნად ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი მოსაზრება გამოითქვა, როგორ ხედავს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად სექტორის წარმომადგენლები. ასევე საუბარი იყო ხარისხსა და ხელმისაწვდომობის სხვა კომპონენტებზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და კომისიის შექმნის მთავარი მიზნის მისაღწევად კარგ პერსპექტივას აჩენს.
„რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური სფეროა, იმ სხვა დარგებისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული მექანიზმები უკვე იმპლემენტირებულია. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სექტორი არის განწყობილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად. მეორეს მხრივ, იმედიანად უყურებს ფასების ოპტიმიზაციის, მისი უფრო მეტად სამართლიანად რეგულირების საკითხს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე. თანხის სრულად გადახდამდე ბრალდებული პატიმრობაში დარჩება.როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რადგან საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. კერძოდ, მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ რა მოტივი და მიზანი ამოძრავებდა ბრალდებულს.პროკურატურამ ასევე მოითხოვა ბრალდებულისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა და მისი პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა.მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ილია ღუდუშაურს პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა დაუდგინა.პროკურატურამ ღუდუშაურს ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.ბრალდების მხარე მისთვის 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ვინაიდან ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.თავად ბრალდებულს სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია . ის ბრალს სრულად დაეთანხმა.წინა სასამართლო სხდომა 24 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარდმგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი. 2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.უწყების განმარტებით, ბრალდებულის ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა.
სამართალი • 1769609827
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია აქტიურად განიხილებოდა მიზნობრივ ჯგუფებთან და არსებობს გამოკვეთილი მხარდაჭერა აღნიშნული რეფორმის განხორციელებაზე.გივი მიქანაძის თქმით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია პასუხობს ყველა საჭიროებას და მოთხოვნას.„ზოგადი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფცია დამტკიცდა მთავრობის დადგენილებით. ის თვე-ნახევრის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა მიზნობრივ ჯგუფებთან. მთლიანობაში უშუალოდ ჩემი მონაწილეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სკოლის პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციისა და რესურსცენტრების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები. ჩვენ მივიღეთ უპირობო, ცალმხრივად გამოკვეთილი მხარდაჭერა ამ რეფორმის განხორციელებაზე, რამეთუ ის პასუხობს ყველა იმ საჭიროებას, ყველა იმ მოთხოვნას, რომლის წინაშეც დღეს სწავლა-სწავლების პროცესი და მთლიანად სასკოლო საზოგადოება დგას.ეს რეფორმა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტს, რომელიც 2024 წლის ივნისში პარლამენტმა დაამტკიცა და რომლითაც სწავლა-სწავლების პროცესი, მეთოდოლოგია და ყველა ის კომპონენტი, რაც სასკოლო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, ეფუძნება იმ ღირებულებების დანერგვას, რასაც ჰქვია ეროვნული ღირებულებები, ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილება, პატრიოტიზმი, სამშობლოსა და სახელმწიფო სიმბოლიკისადმი პირდაპირი ბმა. ეს ღირებულებები, სამწუხაროდ, წინა დოკუმენტში, რომელიც 2004 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული, სრულიად ამოღებული იყო. შესაბამისად, ამით ხაზგასმული იყო, რომ ეს საკითხი მაშინდელი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. სწორედ ამ დოკუმენტზე დაფუძნებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ ფუნდამენტური რეფორმა, რომლის მიზანიც არის ფუნდამენტური ძირითადი საგნების, როგორიც არის ჰუმანიტარული საგნები – ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, მათი სიღრმისეული ცოდნის უზრუნველყოფა, ისევე როგორც განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთოთ ისეთ საგნებზე, როგორიც არის ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები, სადაც დეფიციტური მიმართულებებია, რაზეც მოთხოვნა არის ეკონომიკური პროექტებიდან, კონკრეტული პროფესიონალების აღზრდიდან და საჭიროებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.ამასთან, მინისტრის განცხადებით, 11-წლიანი სწავლება უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიცემას ახალგაზრდებისთვის, მსურველთათვის კი რჩება მეთორმეტე კლასის შესაძლებლობაც.„მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ ძირითადად 11-წლიან სწავლებაზე, რაც სრულად უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიცემას ახალგაზრდებისთვის. მეთერთმეტე კლასი იქნება ვიწროპროფილური, რომელიც სრულად თავსებადი იქნება ეროვნული გამოცდების პროგრამასთან, რაც შესაძლებელს გახდის სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი იყოს, რათა ბავშვმა დაძლიოს ეროვნული გამოცდების ბარიერი და მოიპოვოს დამსახურებული ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამისად, მეთერთმეტე კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი, სადაც მოსწავლეებს, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ სამი ან ოთხი საგანი, რომელსაც სიღრმისეულად გაზრდილი საათების რაოდენობით მთელი წლის განმავლობაში გაივლიან და მოემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის. აქვე, მსურველთათვის ჩვენ ვტოვებთ მეთორმეტე კლასის შესაძლებლობას. ყოველი წლის მარტში გაიხსნება რეგისტრაციის ბადე, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის მეთერთმეტე კლასელი, ვისაც ექნება სურვილი, სწავლის პროცესი მეთორმეტე კლასში გააგრძელოს. მარტის ბოლოს, როდესაც ჩვენ გვექნება რეგისტრაციის შედეგები, ვნახავთ, რა რაოდენობის ახალგაზრდა დარეგისტრირდა, როოგორი არის მათი გეოგრაფიული არეალი და ამის მიხედვით, შესაბამისი ქალაქებისა თუ მუნიციპალიტეტების სკოლებში, რომელთაც სამინისტროსგან მიღებული აქვთ 12-წლიანი სასწავლო პროცესის ავტორიზაცია, გავხსნით შესაბამის კლასებს და უზრუნველვყოფთ, რომ მეთორმეტე კლასში კიდევ უფრო გაღრმავებული რეპეტიტორიუმით გაგრძელდეს მათი მომზადება, ჰქონდეთ შესაძლებლობა, 12-წლიანი სასწავლო ატესტატი მიიღონ ამ სწავლის საფუძველზე“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რომლის გადაჭრაც რეფორმით იგეგმება, წარმოადგენს სახელმძღვანელოების საკითხი.„დღეს თითოეულ დისციპლინაში ერთი და იმავე დონეზე გვაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ხარისხის კუთხითაც არ არის მიზანშეწონილი, მოსწავლეთა მობილობის დროს იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს და ზოგადად, გაზომვადობის თვალსაზრისითაც არ არის ეფექტიანი. ამასთანავე, მნიშვნელოვანი არის, რომ ამ სახელმძღვანელოებში მოყვანილი მასალა ყოველთვის არ არის სიღრმისეული, ხშირად არის ფრაგმენტული და ის ვერ პასუხობს, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში იმ მოცემულობას, რომელიც თავსებადობაში იქნება ეროვნული გამოცდების პროგრამასთან. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ კონცეფციით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა ფუნდამენტურ საგანში შემუშავდება ახალი სახელმძღვანელოები ექსპერტული ჯგუფების მიერ, რომელთა პილოტირებაც ეტაპობრივად მოხდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სკოლას, მათ შორის კერძო სკოლებსაც ექნებათ ერთ დისციპლინაში ერთ დონეზე ერთი და იგივე სტანდარტული სახელმძღვანელო, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთი სახელმძღვანელოთი ვასწავლოთ კონკრეტული საგანი ერთი და იმავე კლასებში. ამით ხარისხიც უზრუნველყოფილი იქნება და, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება გაზომვადობა ამ ხარისხისა და მისი თავსებადობა ეროვნული გამოცდების პროგრამასთან. მნიშვნელოვანია, ასევე, აქცენტი გავაკეთოთ არაფორმარული განათლების კომპონენტებზე, რაც გულისხმობს მოსწავლის უფრო მეტ ინტეგრირებას სასკოლო ცხოვრებაში და სკოლებთან დამატებითი, სექციური მიმართულებების უზრუნველყოფას. ეს მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, სხვადასხვა აქტივობით დაკავდეს სკოლის გარეთ, მაგრამ ისევ და ისევ სასკოლო გარემოში.აქვე, მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობის კომპონენტის ამაღლება სასკოლო ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ უკვე დავიწყეთ მშობლებთან შეხვედრა, მათთან ერთად მსჯელობა რეფორმის მნიშვნელობაზე და ზოგადად, მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე სასკოლო ცხოვრებაში. არის სრული მხარდაჭერა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე ძვირფას ადამიანებზე, ჩვენს შვილებზე, ამ ქვეყნის მომავალ თაობაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.მიქანაძის თქმით, რეფორმის არსებით ნაწილს წარმოადგენს დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების შემოღება. გივი მიქანაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ასევე, შემუშავდეს სპეციალური წესი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.„ეს მნიშვნელოვანია, როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე იმ კუთხით, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე გარკვეული წესების, გარკვეული კანონმორჩილი ცხოვრების სტანდარტების კუთხით ვასწავლოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ იყოს ერთიანობის, თანასწორობის პრინციპი. როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ იგივე საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული არაერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ სკოლებში ბულინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ სასკოლო ფორმის არარსებობა და თავისუფალი ჩაცმულობა ქმნის. თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ეს საფუძვლებს ქმნის ბულინგისთვის.სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფორმის საკითხი იყოს აქტუალური. ამიტომ შემოგვაქვს ფორმის კომპონენტი, ისევე როგორც სასწავლო პროცესზე სრული კონცენტრაციისთვის და ჩართულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შემუშავდეს სპეციალური წესი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია სამინისტროში.ძირითადად მობილურ საშუალებებზე არის საუბარი, რომ მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დროს არ ჰქონდეს წვდომა მობილურთან, რაც მას უშლის ხელს, რომ მოხდეს მისი სრული ინტეგრირება ამ პროცესებში. აქვე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ გვექნება გარკვეული გამონაკლისები, რომელიც ოჯახთან კომუნიკაციის აუცილებლობის შემთხვევასთან და ჯანმრთელობის საკითხებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაწერილი იქნება. როგორც კი წესი შემუშავებული იქნება, განვიხილავთ შესაბამის ჯგუფებთან და საზოგადოებას უკვე წარვუდგენთ საბოლოო დოკუმენტს, რომელიც დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით და 2026-2027 სასწავლო წლიდან სავალდებულო გახდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საზოგადოება • 1769609700
საქართველოსთვის "ნიპა" ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს, - აცხადებს ივანე ჩხაიძე."ნიპა" ვირუსს არ აქვს პანდემიური პოტენციალი, ისევე როგორც ეს COVID 19-ის შემთხვევაში იყო. საქართველოში არ არსებობს კონკრეტული სახეობის ღამურები, რომლებსაც "ხილის ღამურებს" უწოდებენ და რომლებსაც ეს ვირუსი გადააქვთ. ეს სახეობა ბინადრობს მხოლოდ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, საქართველოში ბინადარი ღამურები სულ სხვა სახეობებს მიეკუთვნებიან და ძირითადად მწერებით იკვებებიან, ამიტომ მათ ორგანიზმში "ნიპა" ვირუსი არ არსებობს, ინფექცია კი ადამიანიდან ადამიანზე ძალიან რთულად გადადის. ინდოეთში 2 შემთხვევაა დადასტურებული. ამის გამო, მკაცრი საკარანტინო ზომებია მიღებული, თუმცა, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ლოკალური აფეთქებები გლობალურ საფრთხეს არ ქმნის."ამ ვირუსის გადაცემის გზა არ არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კორონავირუსივით, ამის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი სხეულის გამონაყოფთან ან დაინფიცირებული საკვების მიღება.ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა - ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში "ნიპაჰის" ვირუსი ნანახი არ არის.ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.ეს ეხება არა მხოლოდ ინდოეთს, არამედ კონკრეტულად ინდოეთის იმ პროვინციას, სადაც მოხდა აფეთქება. ეს არის მცირე მონაკვეთზე, საუბარია 2 ინფიცირებულ პაციენტზე. არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს", - აცხადებს ჩხაიძე.
საზოგადოება • 1769599830
ბიზნესი არის თავისუფალი, უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის.„რაც შეეხება კონკრეტულად სააფთიაქო ქსელებს, აფთიაქებს, ერთი პროცესი უკვე გავიარეთ 2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა და ამან ბევრი მიმართულებით შედეგები მოგვცა კონკრეტულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. ასევე, სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა. თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს. საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
პოლიტიკა • 1769599670
მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და სურსათის ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა - შესაძლებლობა გვექნება, პროცესში მთელი საზოგადოება იყოს ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.მისივე თქმით, საპარლამენტო კომისია სამივე საკითხს - პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასთან დაკავშირებულ სურათს შეისწავლის.„შესაძლებლობა გვექნება, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით, ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა.მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლისგან მოვისმენთ გაცხადებებს. ვხედავთ განცხადებებს, რომ ისინი ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას. გარკვეულ საკითხებზე მიუთითებენ, რომელიც შეიძლება დარეგულირდეს საკანონმდებლო სახით, შესაძლოა, პრაქტიკა არის შესაცვლელი, მათ შორის ცნობიერების მხრივ. საჯარო პროცესში ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა • 1769599512
ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის გადადებას, რომლის მიზეზადაც უამინდობა დასახელდა.შალვა პაპუაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისია საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა, როდესაც მოწმედ იწვევს პრეზიდენტ ტრამპის მტერს - ლორა თორნტონს.„ვერ გეტყვით ან სხდომის მოწვევა რა იყო ან მისი გადადება რა იყო. თუმცა ერთი რამე კი თვალში საცემი იყო, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს ლორა თორნტონს, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს ჩვენების მისაცემად იწვევ, პირველ რიგში საკუთარი თავის დისკრედიტაციას აკეთებს ჰელსინკის კომისია. როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ჰელსინკის კომისიის ის წევრები, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიას“ მიეკუთვნებიან იწვევენ მოწმედ ეს უკვე მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში ვისთან აქვთ საქმე და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან თავისი აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მათი საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა • 1769598145




