1769523974 • საზოგადოება
მეუფე იაკობი: ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევეცადოთ, რომ ეს დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს
ხედავთ როგორი გადარეული და გაგიჟებულია მსოფლიო და გვიწევს ძალიან მძიმე მორევების არიდება, - განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი აუცილებლად იქნება.
„უნდა გახვიდე, სიტუაცია გადალახო, ჩიხში არ უნდა შეხვიდე, შენი თავი არ უნდა დააპყრობინო არც ერთ უცხოელ დამპყრობელს, ძალიან რთულია, ამ დროს შეიძლება შიგნით ერთმანეთი დავჭამოთ, მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობები არ შეგვეძლოს. დღეს როდესაც ასეთი მძიმე სიტუაციაა, გამოსავალი იქნება. ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, შევეცადოთ, რომ ის დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ კიდევ ერთი ამერიკული ფლოტილია მიემართება.„სხვათაშორის, კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მშვენივრად მიცურავს ირანისკენ. ვნახოთ. იმედი მაქვს, რომ ისინი გარიგებას დადებენ“, - განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-მა ირანთან ახლოს ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და რამდენიმე დამრტყმელი ჯგუფი განალაგა. მოგვიანებით აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანთან ახლოს სამხედრო წვრთნების ჩატარება იგეგმება.
მსოფლიო • 1769582875
პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე, დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამართალი • 1769581593
იმედია, უკრაინის ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მცდარი იყო და აუცილებელია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.ლევან მახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ახალი ელჩი იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა.„პირველ რიგში, უკრაინის ახალი ელჩის ჩამოსვლას უნდა დაველოდოთ. კერძოდ, იმას თუ რა ნაბიჯებს გადადგამს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. დიდი იმედი გვაქვს, ის იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა, რა მიზნითაც წინა ელჩი გაიწვიეს, როგორ ცდილობდნენ ურთიერთობების დაძაბვას და რუსეთის თამაშებში ქვეყნის შეთრევას. იმედია, ეს პროცესები ასე არ იქნება. იმედია, ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მათი პოლიტიკა მცდარი იყო და საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაა აუცილებელი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.უკრაინამ საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს გაიწვია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.„დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პოლიტიკა • 1769524734
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოლოდინი აქვს, უკრაინა ევროკავშირში მომდევნო წელს გაწევრიანდება. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან საუბრის შემდეგ წერს.ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ავსტრიის კანცლერთან უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება განიხილა.„ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კრისტიან შტოკერთან საუბრისას, განვიხილეთ უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება. რუსეთი ყოველდღიურად ებრძვის ენერგეტიკას, რათა უკრაინელები სინათლისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ამაზე რეაგირება მოახდინონ. ამიტომ, ვაფასებთ, რომ გასულ კვირას ავსტრიამ გამოყო თანხები ჩვენი ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად. გმადლობთ. განვიხილეთ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერის სხვა გზები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შტოკერთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კონკრეტულ დროს, 2027 წელს მოხდეს.„ასევე, მას ვაცნობე გასულ კვირას ემირატებში უკრაინის, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, განვიხილეთ სამხედრო საკითხები, ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ევროპის ერთობლივი სიძლიერე შესაძლებელია, კერძოდ, უკრაინის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და ეკონომიკური წვლილის წყალობით. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე – 2027 წელზე და ველოდებით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერას პარტნიორებისგან. ბატონი კანცლერი მოვიწვიე უკრაინაში ჩვენი დიალოგის გასაგრძელებლად, უკვე პირადი შეხვედრის დროს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მსოფლიო • 1769524419
ფაქტია, რომ მას აქვს პოლიტიკა შეცვლილი. იმედია, რომ ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც სასარგებლო იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით.მისი თქმით, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელსაც ზელენსკი საქართველოსთან მიმართებით აკეთებდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არაფერი შეცვლილა და ქვეყანა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა.ნინო წილოსანის განცხადებით, კარგი იქნება თუ ზელენსკი ომის დასასრულებლად გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს.„უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ მას უკვე ხშირად ახსენებენ, მათ შორის ევროპელი ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები, რომ მას ომი წაგებული აქვს. რომ ის თანხები, რომელიც ამ ომის გამოსაკვებად მიდიოდა მასთან დიდი კორუფციული სქემის ნაწილია. ამ განცხადებების ფონზე და იმის ფონზე, რომ აშშ უკვე პირდაპირ ომის დასრულების და მშვიდობის დადგომის მომხრე არის, რა თქმა უნდა თავად ზელენსკის პოზიციონირებასაც ძალიან ასუსტებს. უმძიმესი იყო მისი ხილვა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მისგან და მისი ხელისუფლების შემადგენლობისგან არაფერი კარგი არ გვახსოვს ადამიანურად ნამდვილად მეცოდება, როგორ შევა ის ქვეყნის ისტორიაში, რა დამართა მან უკრაინას, რა ელის უკრაინას მომავალში. და ამ შედეგებს, რომელსაც ახლა შეიძლება პირდაპირ არ ჩანს, ისინი ათწლეულების მანძილზე და მთელი ისტორიის მანძილზე იწვნევენ. ის უმძიმეს და ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება.თუმცა ნაბიჯი, რომელიც მან ახლა, ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით გადადგა საკმაოდ არათანმიმდევრულია ამ განცხადებებს თუ ჩავთვლით და ჩავთვლით იმას, რომ სრულებით უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ გაიწვია მან საქართველოდან ელჩი. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მუდმივად მეგობრობის და პარტნიორობის რეჟიმში ვიყავით. ჩვენკენ არაფერი არ შეცვლილა. ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული პოლიტიკა შეცვლილი. ჩვენთვის, ელჩი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქვეყანასთან საურთიერთობოდ. ამავდროულად, ჩვენ ნამდვილად ვგულშემატკივრობთ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. იმედია, რომ ეს ადამიანი კეთილგონივრულად მოექცევა საკუთარ ქვეყანას და ეს კეთილგონიერება საქართველოსთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. იმიტომ, რომ რეგიონში ამხელა საომარი პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ მუდმივად ვართ რისკების ქვეშ, რომელსაც ვცდილობთ დავაღწიოთ თავი და ეს ქვეყანა არ გავხვიოთ ცეცხლის ალში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
პოლიტიკა • 1769523777
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოსთან დაკავშირებით უტიფარ განცხადებას აკეთებს.ვოლსკის თქმით, მაია სანდუს საკუთარი ქვეყანა არ წარმოუდგენია, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და, შესაბამისად, არ შეიძლება მის განცხადებას რაიმე ფასი ჰქონდეს.„ომის შიში ციდან ჩამოტანილი თემა არ არის. სანდუც და ყველა მისნაირი მხარს უჭერდნენ, რომ საქართველოში პროცესები განვითარებულიყო და სისხლი ისე დაღვრილიყო, როგორც უკრაინაში. იქნებ სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა. თავისი ქვეყანა გააუქმა. აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს. საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება როცა ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა ველოდოთ, რომ რაიმე პოზიტიურს იტყვის, მით უმეტეს, ანალიზზე დაყრდნობით იტყვის რამეს. კანდიდატ ქვეყნებს შორის მოლდოვა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და რა დახმარება უშველის, არ ვიცი. სანდუს საკუთარ ქვეყანაში არც მხარდაჭერა აქვს, უმძიმეს მდგომარეობაში არიან პოლიტიკურად. ქვეყანას ჭამს კორუფცია, რომელიც წარმოუდგენელი მასშტაბებითაა. სიღატაკის ის დონე, რომელიც მოლდოვაშია, არ ტოვებს არანაირ შთაბეჭდილებას, რომ ოდესმე მისი რაიმე პოზიცია და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული. აქედან გამომდინარე, იცლის და ჩვენთან დაკავშირებით უტიფარ განცხადებას აკეთებს.რუსეთის ფედერაცია ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ახდენს და რეალურად საკმაოდ საფრთხის შემცველია გინდ სამხედრო, გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით. მან ეს ძალიან კარგად იცის. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ფასი აქვს მის განცხადებას. სულ რომ პოზიტიური განცხადებაც გააკეთოს, იმასაც ფასი არ აქვს, რადგან საკუთარი ქვეყანა არ წარმოუდგენია, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. არ შეიძლება, მისი არც დადებითი და არც უარყოფითი განცხადება სერიოზულად იყოს აღქმული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“.
პოლიტიკა • 1769523556




