1769523974 • საზოგადოება
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.
გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე, დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.ღუდუშაურს ბრალდება წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.ილია ღუდუშაურის ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, ღუდუშაური წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.„ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ჩვენი პოზიცია არის, რომ ბრალს აღიარებს ილია ღუდუშაური და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. საკითხი ეხება კონკრეტულ შესყიდვებს. საქმის მასალებს სრულად არ გავცნობივარ. ახლა ავიღებ და მეტი დეტალის თქმა შემეძლება“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა.
სამართალი • 1769587837
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ.როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით.მისი განმარტებით, დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია.„სამართალდამცავების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი, დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვანების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ, იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვანებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ.არასრულწლოვანები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა.ამასთან, დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები.გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ყველა, ვინც ჩაიდენს მსგავსი სახის დანაშაულს, კანონის შესაბამისად, უმკაცრესად იქნება დასჯილი“,-განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სამართალი • 1769587753
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა.სააგენტოს განმარტებით, შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები.„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.დარღვევები დაფიქსირდა ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს ,,რაგოშიც” (ს/კ 419617258; მისამართი: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამტრედია). ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე, არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სააგენტოს აღიარება.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საზოგადოება • 1769586866
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ კიდევ ერთი ამერიკული ფლოტილია მიემართება.„სხვათაშორის, კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მშვენივრად მიცურავს ირანისკენ. ვნახოთ. იმედი მაქვს, რომ ისინი გარიგებას დადებენ“, - განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-მა ირანთან ახლოს ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და რამდენიმე დამრტყმელი ჯგუფი განალაგა. მოგვიანებით აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანთან ახლოს სამხედრო წვრთნების ჩატარება იგეგმება.
მსოფლიო • 1769582875
იმედია, უკრაინის ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მცდარი იყო და აუცილებელია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.ლევან მახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ახალი ელჩი იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა.„პირველ რიგში, უკრაინის ახალი ელჩის ჩამოსვლას უნდა დაველოდოთ. კერძოდ, იმას თუ რა ნაბიჯებს გადადგამს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. დიდი იმედი გვაქვს, ის იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა, რა მიზნითაც წინა ელჩი გაიწვიეს, როგორ ცდილობდნენ ურთიერთობების დაძაბვას და რუსეთის თამაშებში ქვეყნის შეთრევას. იმედია, ეს პროცესები ასე არ იქნება. იმედია, ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მათი პოლიტიკა მცდარი იყო და საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაა აუცილებელი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.უკრაინამ საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს გაიწვია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.„დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პოლიტიკა • 1769524734
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მოლოდინი აქვს, უკრაინა ევროკავშირში მომდევნო წელს გაწევრიანდება. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან საუბრის შემდეგ წერს.ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ავსტრიის კანცლერთან უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება განიხილა.„ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კრისტიან შტოკერთან საუბრისას, განვიხილეთ უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება. რუსეთი ყოველდღიურად ებრძვის ენერგეტიკას, რათა უკრაინელები სინათლისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ამაზე რეაგირება მოახდინონ. ამიტომ, ვაფასებთ, რომ გასულ კვირას ავსტრიამ გამოყო თანხები ჩვენი ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად. გმადლობთ. განვიხილეთ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერის სხვა გზები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შტოკერთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კონკრეტულ დროს, 2027 წელს მოხდეს.„ასევე, მას ვაცნობე გასულ კვირას ემირატებში უკრაინის, ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, განვიხილეთ სამხედრო საკითხები, ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ევროპის ერთობლივი სიძლიერე შესაძლებელია, კერძოდ, უკრაინის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და ეკონომიკური წვლილის წყალობით. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე – 2027 წელზე და ველოდებით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერას პარტნიორებისგან. ბატონი კანცლერი მოვიწვიე უკრაინაში ჩვენი დიალოგის გასაგრძელებლად, უკვე პირადი შეხვედრის დროს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მსოფლიო • 1769524419




