ადვოკატი აცხადებს, რომ ილია ღუდუშაური წარდგენილ ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

მჭედლიშვილი

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ღუდუშაურს ბრალდება წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.

ილია ღუდუშაურის ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, ღუდუშაური წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.

„ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ჩვენი პოზიცია არის, რომ ბრალს აღიარებს ილია ღუდუშაური და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. საკითხი ეხება კონკრეტულ შესყიდვებს. საქმის მასალებს სრულად არ გავცნობივარ. ახლა ავიღებ და მეტი დეტალის თქმა შემეძლება“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

უახლესი
ოცნება
შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია

ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის გადადებას, რომლის მიზეზადაც უამინდობა დასახელდა.შალვა პაპუაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისია საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა, როდესაც მოწმედ იწვევს პრეზიდენტ ტრამპის მტერს - ლორა თორნტონს.„ვერ გეტყვით ან სხდომის მოწვევა რა იყო ან მისი გადადება რა იყო. თუმცა ერთი რამე კი თვალში საცემი იყო, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს ლორა თორნტონს, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს ჩვენების მისაცემად იწვევ, პირველ რიგში საკუთარი თავის დისკრედიტაციას აკეთებს ჰელსინკის კომისია. როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ჰელსინკის კომისიის ის წევრები, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიას“ მიეკუთვნებიან იწვევენ მოწმედ ეს უკვე მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში ვისთან აქვთ საქმე და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან თავისი აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მათი საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკა 1769598145

უნგრე
ვიქტორ ორბანი: უკრაინაში ფულს არ გავაგზავნით - უმჯობესია ვიცხოვროთ უნგრულ ოჯახებში, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის სააბაზანოში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გახშირებული მუქარების მიუხედავად, ბუდაპეშტი პოზიციას არ შეცვლის და უნგრელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.კერძოდ, უნგრეთი არ გაუგზავნის ფულს კიევს, არ დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და არ დაუშვებს რუსული ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვას.ორბანი უკრაინის ხელისუფლების რიტორიკის გამკაცრებას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ ჩარევის მცდელობით ხსნის.„უკრაინაში ფულს არ გავაგზავნით - უმჯობესია ვიცხოვროთ უნგრულ ოჯახებში, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის სააბაზანოში. რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას არ დავუშვებთ - ამის გარეშე კომუნალური გადასახადები არ შემცირდება, ხოლო უნგრული ოჯახებისთვის ენერგია მისაწვდომი არ იქნება. ჩვენ აგრეთვე არ დავუშვებთ, რომ უკრაინა ორ წელიწადში ყველა კანონის დარღვევით ევროკავშირში შეათრიონ - ეს იქნებოდა ომის გახანგრძლივება“, - დაწერა ორბანმა.

მსოფლიო 1769596391

siradze
შსს: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ლიდერი, რომლებიც სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ - დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ.როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით.მისი განმარტებით, დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია.„სამართალდამცავების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი, დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვანების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ, იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვანებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ.არასრულწლოვანები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა.ამასთან, დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები.გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ყველა, ვინც ჩაიდენს მსგავსი სახის დანაშაულს, კანონის შესაბამისად, უმკაცრესად იქნება დასჯილი“,-განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სამართალი 1769587753

ყველის საწარმო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა.სააგენტოს განმარტებით, შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები.„კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.დარღვევები დაფიქსირდა ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს ,,რაგოშიც” (ს/კ 419617258; მისამართი: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამტრედია). ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე, არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სააგენტოს აღიარება.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება 1769586866

აშშ
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ კიდევ ერთი ამერიკული ფლოტილია მიემართება.„სხვათაშორის, კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მშვენივრად მიცურავს ირანისკენ. ვნახოთ. იმედი მაქვს, რომ ისინი გარიგებას დადებენ“, - განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-მა ირანთან ახლოს ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და რამდენიმე დამრტყმელი ჯგუფი განალაგა. მოგვიანებით აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანთან ახლოს სამხედრო წვრთნების ჩატარება იგეგმება.

მსოფლიო 1769582875

შარაშიძე
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე, დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამართალი 1769581593