ვიქტორ ორბანი: უკრაინაში ფულს არ გავაგზავნით - უმჯობესია ვიცხოვროთ უნგრულ ოჯახებში, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის სააბაზანოში

მსოფლიო 1769596391
უნგრე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გახშირებული მუქარების მიუხედავად, ბუდაპეშტი პოზიციას არ შეცვლის და უნგრელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს.

კერძოდ, უნგრეთი არ გაუგზავნის ფულს კიევს, არ დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და არ დაუშვებს რუსული ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვას.

ორბანი უკრაინის ხელისუფლების რიტორიკის გამკაცრებას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ ჩარევის მცდელობით ხსნის.

„უკრაინაში ფულს არ გავაგზავნით - უმჯობესია ვიცხოვროთ უნგრულ ოჯახებში, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის სააბაზანოში. რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას არ დავუშვებთ - ამის გარეშე კომუნალური გადასახადები არ შემცირდება, ხოლო უნგრული ოჯახებისთვის ენერგია მისაწვდომი არ იქნება. ჩვენ აგრეთვე არ დავუშვებთ, რომ უკრაინა ორ წელიწადში ყველა კანონის დარღვევით ევროკავშირში შეათრიონ - ეს იქნებოდა ომის გახანგრძლივება“, - დაწერა ორბანმა.

უახლესი
მიშა
მიხეილ სარჯველაძე: შეხვედრაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები

ერთმნიშვნელოვნად ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი მოსაზრება გამოითქვა, როგორ ხედავს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად სექტორის წარმომადგენლები. ასევე საუბარი იყო ხარისხსა და ხელმისაწვდომობის სხვა კომპონენტებზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და კომისიის შექმნის მთავარი მიზნის მისაღწევად კარგ პერსპექტივას აჩენს.„რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური სფეროა, იმ სხვა დარგებისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული მექანიზმები უკვე იმპლემენტირებულია. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სექტორი არის განწყობილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად. მეორეს მხრივ, იმედიანად უყურებს ფასების ოპტიმიზაციის, მისი უფრო მეტად სამართლიანად რეგულირების საკითხს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

პოლიტიკა 1769602194

პედიატრი
ივანე ჩხაიძე: საქართველოსთვის „ნიპა“ ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს

საქართველოსთვის "ნიპა" ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს, - აცხადებს ივანე ჩხაიძე."ნიპა" ვირუსს არ აქვს პანდემიური პოტენციალი, ისევე როგორც ეს COVID 19-ის შემთხვევაში იყო. საქართველოში არ არსებობს კონკრეტული სახეობის ღამურები, რომლებსაც "ხილის ღამურებს" უწოდებენ და რომლებსაც ეს ვირუსი გადააქვთ. ეს სახეობა ბინადრობს მხოლოდ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, საქართველოში ბინადარი ღამურები სულ სხვა სახეობებს მიეკუთვნებიან და ძირითადად მწერებით იკვებებიან, ამიტომ მათ ორგანიზმში "ნიპა" ვირუსი არ არსებობს, ინფექცია კი ადამიანიდან ადამიანზე ძალიან რთულად გადადის. ინდოეთში 2 შემთხვევაა დადასტურებული. ამის გამო, მკაცრი საკარანტინო ზომებია მიღებული, თუმცა, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ლოკალური აფეთქებები გლობალურ საფრთხეს არ ქმნის."ამ ვირუსის გადაცემის გზა არ არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კორონავირუსივით, ამის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი სხეულის გამონაყოფთან ან დაინფიცირებული საკვების მიღება.ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა - ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში "ნიპაჰის" ვირუსი ნანახი არ არის.ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.ეს ეხება არა მხოლოდ ინდოეთს, არამედ კონკრეტულად ინდოეთის იმ პროვინციას, სადაც მოხდა აფეთქება. ეს არის მცირე მონაკვეთზე, საუბარია 2 ინფიცირებულ პაციენტზე. არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს", - აცხადებს ჩხაიძე.

საზოგადოება 1769599830

ფარმაცევტები-კობახიძე
მთავრობის ადმინისტრაცია ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

ბიზნესი არის თავისუფალი, უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებისა და სააფთიაქო ფასების საკითხი მოსახლეობაში აქტუალურია, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილოს, რამდენად არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის.„რაც შეეხება კონკრეტულად სააფთიაქო ქსელებს, აფთიაქებს, ერთი პროცესი უკვე გავიარეთ 2022 წელს, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესდა და ამან ბევრი მიმართულებით შედეგები მოგვცა კონკრეტულ მედიკამენტებზე, მედიკამენტების კონკრეტულ ჯგუფებზე ფასები რეალურად შემცირდა. გვინდა, ამაზეც ვიმსჯელოთ, რამდენად არის სივრცე ამ ჩამონათვალის გაფართოებისთვის. ასევე, სააფთიაქო ქსელებში ხდება სხვა პროდუქტების რეალიზაციაც, სადაც ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდია ფასთა შორის სხვაობა. თუ ავიღებთ ევროპულ ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის 35-40 პროცენტი სხვაობა ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ა.შ. ესეც საინტერესოა, რამდენად ეფუძნება ეს მაღალი ფასები მიწოდების ლოგიკურ ჯაჭვს. საქმე ეხება ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი და ფასწარმოქმნა არსებითად უნდა ხორციელდებოდეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების შესაბამისად, თუმცა აფთიაქების შემთხვევაშიც შემოდის სოციალური კომპონენტი, რაც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული და თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ინიციატივა ყველა მიმართულებით, მათ შორის აფთიაქების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.მიმდინარე კვირას სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრა ასევე გაიმართება საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

პოლიტიკა 1769599670

ოცნება
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიას მომავალ კვირას შექმნის

მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და სურსათის ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა - შესაძლებლობა გვექნება, პროცესში მთელი საზოგადოება იყოს ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.მისივე თქმით, საპარლამენტო კომისია სამივე საკითხს - პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასთან დაკავშირებულ სურათს შეისწავლის.„შესაძლებლობა გვექნება, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით, ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა.მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლისგან მოვისმენთ გაცხადებებს. ვხედავთ განცხადებებს, რომ ისინი ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას. გარკვეულ საკითხებზე მიუთითებენ, რომელიც შეიძლება დარეგულირდეს საკანონმდებლო სახით, შესაძლოა, პრაქტიკა არის შესაცვლელი, მათ შორის ცნობიერების მხრივ. საჯარო პროცესში ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პოლიტიკა 1769599512

ოცნება
შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია

ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის და შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის გადადებას, რომლის მიზეზადაც უამინდობა დასახელდა.შალვა პაპუაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისია საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა, როდესაც მოწმედ იწვევს პრეზიდენტ ტრამპის მტერს - ლორა თორნტონს.„ვერ გეტყვით ან სხდომის მოწვევა რა იყო ან მისი გადადება რა იყო. თუმცა ერთი რამე კი თვალში საცემი იყო, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს ლორა თორნტონს, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს ჩვენების მისაცემად იწვევ, პირველ რიგში საკუთარი თავის დისკრედიტაციას აკეთებს ჰელსინკის კომისია. როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ჰელსინკის კომისიის ის წევრები, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიას“ მიეკუთვნებიან იწვევენ მოწმედ ეს უკვე მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში ვისთან აქვთ საქმე და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან თავისი აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მათი საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკა 1769598145

მჭედლიშვილი
ადვოკატი აცხადებს, რომ ილია ღუდუშაური წარდგენილ ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.ღუდუშაურს ბრალდება წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.ილია ღუდუშაურის ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, ღუდუშაური წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.„ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ჩვენი პოზიცია არის, რომ ბრალს აღიარებს ილია ღუდუშაური და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. საკითხი ეხება კონკრეტულ შესყიდვებს. საქმის მასალებს სრულად არ გავცნობივარ. ახლა ავიღებ და მეტი დეტალის თქმა შემეძლება“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

სამართალი 1769587837